როდის დაიწყება სკოლებსა და ბაღებში სააღდგომო არდადეგები - თარიღები
მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომას 20 აპრილს აღნიშნავს. სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. შესაბამისად, როგორც სკოლები, ასევე ბაღები და საჯარო უწყებები 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.
სასწავლო წლის დასრულებამდე კი შემდეგი უქმე დღეები დარჩა:
- 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
- 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
- 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
- 17 მაისი - ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე;26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
მკითხველის კომენტარები
(0)