28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
HI-Tech
13.02.2016 / 06:02
შრიფტის ზომა:

სამაჯური, რომელიც ხელის მოძრაობით ტელეფონს მუხტავს - ქართველი მოზარდების გამოგონება

ქართველმა მოზარდებმა გიორგი შელეგიამ და ამირან აფციაურმა პორტატული ელექტროგენერატორი გამოიგონეს. მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ხელის უნებლიე მოძრაობით წარმოქმნას ენერგია, რომლიც აკუმულირდება და USB-პორტის მეშვეობით მუხტავს ტელეფონს, პლანშეტს და სხვა გაჯეტებს. ბიჭების ამ გამოგონებამ "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსზე გაიმარჯვა. ისინი ასევე გახდნენ ინტელ-ის სპეციალური პრიზის მფლობელები და Intel ISEF-ის საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსზე მიიღეს მიწვევა, სადაც მაისში გაემგზავრებიან. გიორგი შელეგია და ამირან აფციაური სკოლის მოსწავლეები არიან, ისინი თავიანთი გამოგონების შესახებ თავად გიამბობთ.

გიორგი შელეგია:

- მე და ამიკო პირველი კლასიდან ვმეგობრობთ, ერთ სკოლაში ვსწავლობთ. ამ გამოგონებაზე მუშაობა ოქტომბერში დავიწყეთ. გამომგონებელთა კონკურს "ლეონარდო და ვინჩისთვის" ვემზადებოდით. კონკურსზე მესამე ადგილზე გავედით. ჩვენი ხელსაწყო ფარადეის კანონზე, ელექტრომაგნიტური ველის ინდუქციაზე მუშაობს, რომელიც მაგნიტურ ნაკადს ენერგიად აქცევს, ამ ენერგიას ვაკუმულირებთ აკუმულატორში, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ტელეფონის დასამუხტად.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამიკო აფციაური:

- დავრწმუნდით, რომ დედამიწაზე ბევრი ენერგია იხარჯებოდა ფუჭად, ამიტომაც გადავწყვიტეთ ენერგიის ახალი წყაროს მოძიება და ამ ხელსაწყოს შექმნა. გვყავდა კონსულტანტები პროფესორი თემურ ჩიჩუა და რუსუდან ბოლქვაძე. ჩვენი სკოლის დამსახურებაც არის, ამ წარმატებას რომ მივაღწიეთ. ეს იყო პირველი მცდელობა, როცა ვცადეთ ხელსაწყოს გამოგონება, ვსწავლობდით ფიზიკას და ერთად ვმუშაობდით ამ გამოგონებაზე.

- როგორ გამოიყურება თქვენი ხელსაწყო?

- ეს არის ჩვეულებრივი ქამარი, რომელზეც დამაგრებულია ჩამრთველი, შუქ-დიოდი და USB-პორტი. გარედან არ ჩანს ეს ყველაფერი, ამას მოყვება სამაჯური, რომლითაც ოთხი ნეოდიუმის მაგნიტია დამაგრებული. გენერატორი შედგება ქამრისა და სამაჯურისგან, რომელიც ასევე ასრულებს საათის ფუნქციას (იგეგმება SMART WATCH-ის ფუნქციის დამატება), აქსესუარი ვიზუალურად არაფრით გამოირჩევა ანალოგებისაგან, თუ არ ჩავთვლით ფუნქციურ დატვირთვას.

- რამდენი ხანი სჭირდება თქვენი ხელსაწყოს დამუხტვას?

- ამ მონაცემებით რაც გავაკეთეთ, აკუმულატორის დატენვას სჭირდება 40 საათი, ეს არის გარანტირებული, პორტატული ენერგიის წყარო, რომელსაც ყველგან გამოვიყენებთ. ვაპირებთ ამ შედეგის გაუმჯობესებას კონკურსისთვის, რომელიც არიზონას შტატში ჩატარდება, ჩვენთან ერთად ამერიკაში კიდევ ოთხი გუნდი გადის საქართველოდან.

თამარ ბოჭორიშვილი

მკითხველის კომენტარები
(1)

მაგარია!!!
16 სექტემბერი , 2016 17:09

ეგრე გააგრძელეთ ბიჭებო!!!<br /><br />საქართველოში მაგის დამუხტვას 40 საათი არ დასჭირდება ოღონდ!!! არაფრით გამორჩეული გეპეის სტუდენტი მამრი, მაგით ნახევარ საათში დამუხტავს 10 დიუმიან პლანშეტს!!!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სამაჯური, რომელიც ხელის მოძრაობით ტელეფონს მუხტავს - ქართველი მოზარდების გამოგონება | Allnews.Ge