
თბილისის მერია დღეიდან მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგს იწყებს. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს.
"თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დედაქალაქში მოძრავ მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის მონიტორინგისთვის სპეციალური ჯგუფების შექმნა დაავალა.
მერიის მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას 18 ივლისიდან შეუდგებიან და კომპანიას რეაგირებისთვის გადასცემენ იმ მიკროავტობუსების სიას, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას კონდიციონერები არ ექნებათ ჩართული.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როდის ჩართავენ ყვითელ მიკროავტობუსებში კონდიციონერს
"თბილისის მიკროავტობუსი" თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. კომპანიის განცხადებით, ურჩი მძღოლების წინააღმდეგ სანქციები გატარდება", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტის Wake Forest-ის მეცნიერებმა სპეციალური ბიოპრინტერი შექმნეს, რომელიც ცოცხალი უჯრედებისგან ადამიანის ქსოვილებსა და ორგანოებს ბეჭდავს.
მეცნიერების თქმით, ცხოველის ორგანიზმში იმპლანტირების შემდეგ დაბეჭდილი ქსოვილი ნორმალურ ფუნქციონირებას განაგრძობდა.
ახალი 3D პრინტერის შესაძლებლობების დემონსტირების მიზნით, მკვლევარებმა მისი საშუალებით უკვე შექმნეს ადამიანის ქვედა ყბა, კუნთი და ყური.
ბიოპრინტერის შექმნაზე ისინი 10 წელიწადზე მეტს მუშაობდნენ. თუ დამტკიცდა, რომ დაბეჭდილი ქსოვილების იმპლანტაცია ადამიანისთვის უსაფრთხოა, მედიცინაში მისი ფართოდ გამოყენება გახდება შესაძლებელი.
ეს კი ინოვაციური გარღვევა იქნება - დაზიანებული ორგანოების აღსადგენად, რაც იმას ნიშნავს, რომ
ჩვენ ხელოვნურად შექმნილი ცოცხალი ქსოვილების გამოყენებას შევძლებთ.
ტექნოლოგია წარმოადგენს ინტეგრირებულ სისტემას, რომლის ნაწილი პასუხისმგებელია ქსოვილების ზრდაზე, ნაწილი კი - 3D პრინტერზე საჭირო ორგანოს შემცვლელი ასლის დამზადებაზე. ამისთვის ბიოხრწნადი მასალა გამოყენება, რომლის საშუალებითაც ორგანოს გარე სტრუქტურა და ფორმა იქმნება. ასევე, სპეციალური გელი, რომელიც უჯრედებს შეიცავს და მათ გამრავლებას უზრუნველყოფს.
"წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ მივიღეთ პაციენტი დაზიანებული ყბით. ჩვენ მას ტომოგრაფიას ვუტარებთ, მონაცემებს პრინტერს გადავცემთ და ის დაზიანებული ორგანოს საჭირო ნაწილს ბეჭდავს",- ამბობს Wake Forest -ის ინსტიტუტის მკვლევარი, პროფესორი ენტონი ატალა.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უკვე ათ წელიწადში ქირურგიაში, 3D პრინტერით დაბეჭდილი ორგანოებისა და ქსოვილების ფართოდ გამოიყენება მოხდება.
მკითხველის კომენტარები
(3)
როდესაც კრიტერიუმებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავტომობილის ყველა მოდელს თავისი კრიტერიუმი გააჩნია. ამიტომ, ტექ.დათვალიერების დროს ეს ყველა ნიუანსი გათვალისწინებული უნდა იყოს.
საწვავის ხარისხი თუ იქნება შემოწმებული? განსაკუთრებით აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ნაგავი დიზელია საყურადღებო.