
რა იქნებოდა ჰაერის ელექტროენერგიად გარდაქმნა რომ შეიძლებოდეს? კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია სახელად Alphabet Energy სწორედ ამ იდეის განხორციელებას ისახავს მიზნად.
კომპანიის თქმით, მათ თერმოელექტრო გენერატორს მანქანისა და ქარხნების გამონაბოლქვის გამოყენებად ელექტროენერგიად გარდაქმნა, გაცილებით ნაკლები დანახარჯითა და გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე, შეუძლია.
E1 თერმოელექტრო გენერატორი ნავთობისა და გაზის დისტანციურად მოპოვების პროცესს, მცირე ზომისა და დიზელზე მომუშავე ელექტროსადგურების მიერ გამოყოფილ ნარჩენ სითბოს შესრუტვითა და გადამუშავებით, გაცილებით ნაყოფიერს ხდის.
შედეგად საწვავის მოხმარებისა და ერთმეგავატიანი ჰესის მიერ გამოყოფილი სათბურის აირების რაოდენობა 2.5 %-მდე შემცირდება, რაც წელიწადში 52,500 ლიტრა საწვავის დაზოგვის ტოლფასია.
E1 თერმოელექტრო გენერატორის შემქმნელების თქმით, მათ გამოგონებას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, რადგან მისი საშუალებით, ჰაერის დაბინძურების დონე და საწვავის მოხამრების მაჩვენებლი საგრძნობლად შემცირდება.