CERN-ის მეცნიერებმა ელემენტარული ნაწილაკების ჟღერადობა მუსიკალურ სიმფონიად აქციეს
ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია, მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა, რომელიც ელემენტალურ ნაწილაკებს შეისწავლის.
რამდენიმე დღის წინ, მეცნიერებმა სამყაროს ყველაზე პატარა ნაწილაკების შესწავლისას ერთი უცნაური მეთოდი გამოიყენეს. მათ ადორნული კოლაიდერის მონაცემები ხმოვან სიხშირედ გარდაქმნეს. როგორც აღმოჩნდა, წარმოქმნილი მელოდია საკმაოდ ცნობადი მუსიკალური ხმებისგან შედგებოდა.
"მოულოდნელია, რომ ასეთი საშინელი მუსიკა აღმოვაჩინეთ ასეთ მნიშვნელოვან მონაცემებში. მოლოდინი მქონდა, რომ სამყარო უფრო დრამატულად, ფილმის მუსიკასავით ჟღერდა" - აცხადებს მეცნიერი უილჰელმ რიჩარდ ვაგნერი.
მეცნიერთა გუნდი ახლა ყველა მონაცემის გამუსიკალურებაზე მუშაობს. შემდეგი ნაბიჯი ფიზიკის სხვა თეორიების შემოწმება იქნება, რათა გაირკვეს აქვთ თუ არა მათ მუსიკალური ფონი.
მომზადებულია home.cern-ს მიხედვით.