
კომპანია "სითი პარკმა" თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია "ფრეშ ფილდი" დაიქირავა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "სითი პარკის" იურისტმა თამარ შუბითიძემ განუცხადა.
შუბითიძის განცხადებით, კომპანია "ფრეშ ფილდი" საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით მუშაობს.
"კომპანია "ფრეშ ფილდის" მიერ უკვე გაგზავნილია მოთხოვნა მერიაში საქმის მასალების გადაცემისა და შეხვედრების ჩანიშვნის მოთხოვნით, რათა დეტალურად გაერკვნენ საქმის ვითარებაში და ჩაერთონ პროცესში. ეს არის კომპანია, რომელიც შემდგომში, მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში, იქნება კომპანიის წარმომადგენელი საერთაშორისო არბიტრაჟში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კომპანიის მიერ ერთი წერილი 17 აპრილს გაიგზავნა თბილისის მერიაში, რაზეც მერიამ კომპანიის მხრიდან მინდობილობის წარდგენა მოითხოვა, თუმცა დაადასტურეს, რომ მზად არიან ნებისმიერი შეხვედრისთვის. რაც შეეხება ბოლო წერილს, ის 4 მაისს არის გაგზავნილი და უახლოეს დღეებში ველოდებით პასუხს შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით", - განაცხადა შუბითიძემ.
რაც შეეხება სარჩელის განხილვას, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში „სითი პარკმა“ შეიტანა, როგორც შუბითიძე აცხადებს, საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება "სითი პარკის" ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით 13 მარტს გააკეთა. კომპანიას დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულებას 2018 წლის 10 აპირილიდან შეუწყვიტა და მის ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასრულებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მათ ვისაც ორანჟერეის გაშენება სურთ, გამომგონებლები ინოვაციურ საშუალებას, სახელად Botani.st.-ს სთავაზობენ.
მოწყობილობის შემქმნელების თქმით, ეს არის ჭკვიანი სენსორი, რომელიც მცენარეების სწორად მოვლასა და მათ აყვავებაში დაგეხმარებათ.
Botani.st. ზომავს სინათლის ინტენსიურობას, ტემპერატურასა და ტენიანოაბს როგორც ჰაერში, ასევე ნიადაგში.
მოწყობილობა უკავშირდება თქვენი ტელეფონის აპლიკაციას და შეტყობინებას გიგზავნით, იმის შესახებ თუ როდის, რა პროცედურას საჭიროებს თქვენი მცენარე.
ის გახსენებთ როდის მორწყათ ყვავილები, ხოლო სახლის პირობების შესწავლისა და ანალიზის შემდეგ, გირჩევთ რომელი მცენარეები მოუხდება არსებულ გარემოს, ასევე წინასწარ გატყობინებთ როდის არის მოსალოდნელი ყინვა და სხვა მრავლი ფაქტორი, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მცენარისთვის.
როგორც მისი შემქმნელების გუნდი ამბობს, Botani.st. - ის გამოყენება ძალიან მარტივია, საკმარისია სენსორი სასურველი მცენარის ქოთანში მოათავსოთ და სულ მალე, თქვენი მცენარის შესახებ, დეტალურ ინსტრუქციასა და საჭირო ინფორმციას მიიღებთ.
მკითხველის კომენტარები
(0)