
ატომური ელექტროსადგურის ასაშენებელად შესაფერისი ადგილის მოძიება, უამრავი ასპექტის გათვალისწინებას მოითხოვს, რის გამოც, მისი მშენებლობა საკმაო სირთულეებთანაა დაკავშირებული.
ჩინეთის სახელმწიფო გაზეთის Global Times-ის ცნობით, კომპანია China Shipbuilding Industry Corporation 20-მდე "მცურავი" ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს.
კომპანიის მთავარი ოფისის დირექტორი, ლი ჩენგუ გაზეთთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ "მცურავი" ელექტროსადგურები, ტექნოლოგიის უკანასკნელი მიღწევების გათვალისწინებით აშენდება.
ამგვარი სადგურები, ცენტრისგან დაშორებული რეგიონების ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად აშენდება.
ცხადია, მშენებლობამდე უამრავი საკითხის გადაწყვეტა გახდება საჭირო. მაგალითად, რისი გაკეთება გახდება საჭირო ცუნამის, ტაიფუნის ან სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების დროს? იქნება თუ არა "მცურავი" ატომური სადგურები საკმარისად გამძლე?
თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, პირველი ჩინური ატომური ელექტროსადგური უკვე 2018 წელს აშენდება.