
გასულ კვირაში პორტუგალიამ წიაღისეულის გარეშე მთელი 107 საათი გაატარა, რითიც ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა და განახლებად წყაროებზე გადასვლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
ექსპერიმენტი 7 მაისს დილის 7 საათზე დაიწყო და 11 მაისის საღამომდე გაგრძელდა, როდესაც ყველა ელექტროსადგურის მუშაობა აღდგა.
აღსანიშნავია, რომ 80-იანი წლების ბოლოს პორტუგალიაში, ქალაქ სინიშთან ახლოს თანამედროვე თბოელექტროსადგური აშენდა, რომელსაც ველური ბუნების მსოფლიო ფონდმა ევროპაში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყარო უწოდა.
ევროპის 30 ყველაზე ბინძური საწარმოს ნუსხაში ეს თბოელექტროსადგური 13 ადგილს იკავებს.
სიხარული ჯერ ნაადრევია, რადგან ეკოლოგიურად სუფთა და განახლებად წყაროებზე მთლიანად გადასვლამდე ჯერ შორია.
8 მაისს გერმანიაში ელექტროენერგიის ფასმა იმდენად დაიწია, რომ უარყოფითი გახდა
თუმცა, პორტუგალიის წარმატება აღსანიშნავია იმით რომ, ქვეყანამ 4 დღე მხოლოდ რამდენიმე ჰესის, მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებით იმუშავა.