ამერიკელმა მამაკაცმა გულის გარეშე 17 თვე იცხოვრა
აშშ-ში წარმატებით გამოსცადეს ახალი ტექნოლოგია, რომელიც გულის გადანერგვის ოპერაციის რიგში მდგომ პაციენტებს, საშუალებას აძლევს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოს გარეშე დიდი ხანი გაძლონ.
მაგალითისთვის, 17 თვის განმავლობაში, 25 წლის სტენ ლარკინის გულის ფუნქციებს ზურგჩანთაში მოთავსებული აპარატი ასრულებდა. ამის შესახებ CNET იუწყება.
10 წლის წინ, ლარკინს და მის უფროს ძმას "ოჯახური კარდიომიოპატიის" დიაგნოზი დაუსვეს. ეს მიოკარდის მემკვიდრეობითი ავადმყოფობაა, რომელიც ძირითადად, 10-20 წლის ასაკში იჩენს თავს.
2014 წლის დეკემბერში ლარკინს ხელოვნური გული ჩაუსვეს, რომელიც მოწყობილობა SynCardia Freedom Portable Driver მიუერთეს. ეს მოწყობილობა 6 კილოგრამს იწონის და ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას ახორციელებს.
მომავალში გულის დონორები შესაძლოა, გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორები გახდნენ
SynCardia Freedom Portable Driver განკუთვნილია მათთვის, ვისი გულიც სრულად არის გაჩერებული.
აღსანიშნავია, რომ ეს სისხლის მიმოქცევის პროცესისთვის გამოყენებული პირველი პორტატიული მოწყობილობაა. მანამდე პაციენტები ხელოვნური გულით სტაციონარულ აპარატებზე იყვნენ მიერთებულები, რომელთა წონაც რამდენიმე ასეულ კილოგრამს აღწევდა. 2014 წელს SynCardia Freedom Portable Driver-მა ყველა კლინიკური ცდა გაიარა.
ორგანოებზე მოთხოვნა თითქმის ყოველთვის აჭარბებს შეთავაზებას.
დონაცია საქართველოში - რა ღირს და რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ორგანოთა გადანერგვა
მხოლოდ აშშ-ში ახლა ტრანსპლანტაციას 121 ათასი ადამიანი ელოდება, ხოლო გადანერგვისთვის საჭირო ორგანოების არ არსებობის გამო ყოველდღიურად 22 ადამიანი კვდება.