21 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
HI-Tech
29.08.2016 / 07:08
შრიფტის ზომა:

ნასას "მარსზე ცხოვრების" ექსპერიმენტი დასრულდა

ნასამ "მარსზე ცხოვრების" ექსპერიმენტი დაასრულა. ექსპერიმენტის ხანგრძლივობა ერთ წელს შეადგენდა. აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ ექსპერიმენტის ადგილად ჰავაის კუნძულები შეარჩია. სიმულაციაში მონაწილეობა 6-მა ადამიანმა მიიღო, ისინი იმ პირობებში ცხოვრობდნენ, რაც მარსზე წასულ ასტრონავტებს დახვდებათ.

"ბიბისი"-ს ინფორმაციით, ექსპერიმენტი 2015 წლის 29 აგვისტოს დაიწყო. ფრანგი ასტრობიოლოგი, გერმანელი ფიზიკოსი და ოთხი ამერიკელი მფრინავი, არქიტექტორი, ჟურნალისტი და აგრონომი, ძალიან მცირე ფართობის მქონე ნაგებობაში ცხოვრობდნენ, ისე რომ არც ერთ მათგანს პირადი სივრცე არ ჰქონდა.

სუფთა ჰაერსა და ახალ საჭმელს მოკლებული მკვლევარები, ძირითადად, კონსერვებით იკვებებოდენ, გარეთ გასვლა კი მხოლოდ სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით შეეძლოთ. ექსპერიმენტის მთავარი მიზანი იმის გაგება იყო, რას გრძნობს ადამიანი მსგავს პირობებში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სიმულაცია ჰავაის უნივერსიტეტმა ნასას მხარდაჭერით ჩაატარა. ორგანიზატორების განმარტებით, ექსპერიმენტის მონაწილეები თავს კარგად გრძნობენ, თუმცა ახალმომზადებული საკვების გასინჯვა და ოკეანეში ბანაობა სურთ.

ნასას მიერ ჩატარებული სიმულაცია ხანგრძლივობით მეორეა. მსგავსი ექსპერიმენტი პირველად რუსეთსი ჩაატარეს, რომელიც 520 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ნასას "მარსზე ცხოვრების" ექსპერიმენტი დასრულდა | Allnews.Ge