
ნებისმიერი კითხვის გაჩენის შემთხვევაში ჩვენს ერთგულ მეგობარს, Google-ს მივმართავთ და პასუხსაც დაუყოვნებლივ ვიღებთ. იმისათვის, რომ სასურველი ინფორმაციის მოძიება გაგვიმარტივდეს, Motto.time.com 11 გზას გვთავაზობს:
1. სასურველი ფრაზის მოსაძებნად რამდენიმე ზუსტი სიტყვა გამოიყენეთ.
2. სიტყვების ჩაწერის შემდეგ, ფრაზის ზუსტად საპოვნელად, გამოტოვებულ ადგილებში ფიფქი (*) ჩაწერეთ.
3. გამოიყენეთ მინუსი (-) არასასურველი შედეგის მიღების შემთხვევაში.
4. Google-ს აქვს 100 წლის განმავლობაში გამოსულ გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიების ძიების ფუნქცია, ამიტომ დროის მითითებით, ნებისმიერი მასალის პოვნას შეძლებთ.
5. იმ შემთხვევაში, თუ ორი რამის ერთმანეთთან შედარება გსურთ, მათ შორის ჩაწერეთ vs.
რა არ უნდა მოვძებნოთ Google-ში არასოდეს
6. მაგალითად, თუ თქვენს საყვარელ საკვებს ეძებთ, შედით Search Tools-ში და გაფილტრეთ მიღებული რეზულტატი.
7. ვებგვერდები Keyword-ების დახმარებით მოძებნეთ.
8. თუ რომელიმე სიტყვის განმარტებას ეძებთ, გვერდით Define მიუწერეთ.
9. თუ სასურველ მასალას რამდენიმე სიტყვით ვერ ეძებთ, გამოიყენეთ ე.წ ეკრანის გადაყირავების ფუნქცია (Tilt).
10. ფოტოები ფოტოების გამოყენებით მოძებნეთ. იმ შემთხვევაში, თუ მსგავს ფოტოს ეძებთ, ის უბრალოდ საძიებო სისტემაში ჩააკოპირეთ.
11. თუ ხმოვანი ძიება გსურთ, Google-ს საძიებო Bar-ში MIC მიუთითეთ, შემდეგ უთხარით Flip a coin და ბოლო ერთ თვეში განთავსებულ სასურველ მასალებს მიიღებთ.