30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
HI-Tech
18.12.2016 / 07:12
შრიფტის ზომა:

ყველა დროის 20 საუკეთესო სმარტფონი

ყველა დროის 20 საუკეთესო სმარტფონი

BlackBerry Passport

ბლექბერი პასპორტი შესაძლოა უცნაურად გამოიყურებოდეს, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი თაყვანისმცემლები სხვა სმარტფონებს არც უყურებენ. მას გამორჩეული კლავიატურა აქვს და სმარტფონებიგან უნიკალური დიზაინი გამოარჩევს.

BlackBerry Classic

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თუ ბლექბერის ზეობის ხანაში მისი თაყვანისმცემელი იყავით, ეს ტელეფონი ნამდვილად მოგეწონებათ. მისი დიზაინი ძველი ბლექბერის მოდელების მსგავსია, თუმცა, გამორჩეულად მკვეთრი სენსორული ეკრანი და ფიზიკური კლავიატურა აქვს.

BlackBerry Priv

ეს სმარტფონი ბლექბერის წარმოების ისტორიაში სერიოზული ნახტომია - ამ ტელეფონისთვის დამახასიათებელი ოპერაციული სისტემის ნაცვლად, BlackBerry Priv-ი Android-ის სისტემაზე მუშაობს.იგი სტანდარტულ ანდროიდებს ჰგავს, თუმცა, მათგან განსხვავებით ჩამოსაწევი კლავიატურა აქვს.

Moto G4

ამ სმარტფონის 3 სხვადასხვა მოდელია ხელმისაწვდომი. რეგულარული G4, G4 Plus და G4 Play, რომელიც მომავალ ზაფხულს გამოვა. G4 Plus-ს 16-მეგაპიქსელიანი კამერა აქვს და ყველაზე კარგი იაფფასიანი სმარტფონია, რომლის ყიდვასაც შეძლებთ.

Samsung Galaxy Note 5

Samsung Galaxy Note 5 ფართოეკრანიანი სმარტფონია. წინა ვერსიების მსგავსად, მასაც მკვეთრი დისპლეი და სტილუსი აქვს ჩანაწერების გასაკეთებლად.

ZTE Axon 7

Axon 7 ZTE-ის მიერ შექმნილი ჩინური სმარტფონია, რომელსაც აშშ-ში არ იცნობენ. აღნიშნულ ჩამონათვალში თავისი ადგილი იმით დაიმსახურა, რომ მომხმარებელს მოთხოვნადი სმარტფონების მსგავს ფუნქციებს სთავაზობს.

LG G5

ამ ტელეფონს შესანიშნავი მეტალის კორპუსი აქვს. ძირი ეხსნება და მომხმარებელს ძველი ბატარეის ახლით შეცვლის საშუალებას აძლევს. მოსახსნელი ძირის ნაცვლად, ახალი მოდულების მორგებაც შეიძლება, მათ შორის, სხვადასხვა პიქსელების მქონე კამერის. იმ შემთხვევაში, თუ ეს საკმარისი არ არის, მას ასევე ორმაგლინზიანი კამერა აქვს.

საუკეთესო სმარტფონების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:

1. Google Pixel

Pixel-ის სმარტფონებს Google's Pixel launcher აწარმოებს და სმარტფონს სუფთა, გამოკვეთილ შეხედულებას აძლევს. iPhone 7 Plus გათვალისწინებით, იგი საუკეთესო არჩევანია -უკეთესი ეკრანითა და სწრაფდამტენი ბატარეით. ტელეფონი 12,3 მეგაპიქსელის კამერითა და 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებითაა აღჭურვილი.

2. Google Pixel XL

ეს Google-ის პირველი სმარტფონია. ტელეფონს ალუმინის კორპუსი აქვს და თანამედროვე მინის პანელითაა აღჭურვილი. მისი კამერის ხარისხმა iPhone 7 Plus-ისა და Galaxy S7-ის კამერების ხარისხსაც გადააჭარბა.

3. iPhone 7 Plus

სმარტფონს 2-ლინზიანი კამერა აქვს, რაც მის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს. მისი კამერა ფოტოების პროფესიონალურად გადაღებისა და "ბოკეს" ეფექტის მიღწევის საშუალებასაც იძლევა.

4. iPhone 7

ეჭვგარეშეა, რომ iPhone 7 მომხმარებლებს ერთ-ერთ საუკეთესო აპლიკაციასა და ეკოსისტემას სთავაზობს. ეკოსისტემაში იგულისხმება დახმარება, რომელსაც Apple-ისგან იღებთ, როდესაც თქვენი რომელიმე აპლიკაცია არასათანადოდ მუშაობს. ამასთანავე ის Apple-ის სხვა პროდუქციას წარმატებით უკავშირდება და iPhone 6S-თან შედარებით გაუმჯობესებული მონაცემები აქვს.

5. Samsung Galaxy S7 Edge

სმარტფონს 5,5 დუიმიანი დისპლეი და გაცილებით დიდი ბატარეა აქვს, მის ერთ-ერთ ღირსებას კი წყალგაუმტარობა წარმოადგენს.

მკითხველის კომენტარები
(2)

ნიკა
25 აგვისტო , 2017 04:08

აიფონი უკან მოიტოვებს ნებისმიერ ანდროიდს

ხათუნა
21 მარტი , 2017 11:03

საიდან მოიტანეთ ეს მონაცემები? სონი არ შედის ამ ათეულში?!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ყველა დროის 20 საუკეთესო სმარტფონი | Allnews.Ge