
ყველას გვსურს სწრაფი, საჭირო ინფორმაციის შემცველი და სანდო ვებგვერდები ვიპოვნოთ, რათა სამუშაო ან ინფორმაციის მიღების პროცესი გავიადვილოთ.
გთავაზობთ ვებგვერდების ჩამონათვალს, რომლებიც ამაში დაგეხმარებათ.
1. Mathway
მას ნებისმიერი ტიპის მათემატიკური ამოცანის ამოხსნა შეუძლია. ვებგვერდი იმისთვის არაა, რომ სკოლაში მოვიტყუოთ. თუმცა, მისი საშუალებით, ჩვენ მიერ
მიღებული პასუხის გადამოწმება შეგვიძლია.
2. არარსებული სახელისა და გვარის ამომცნობი
თუ გაინტერესებთ, პირი, რომელიც სოციალურ ქსელშია, რეალურად არსებობს თუ არა Fake Name Generator-ის საშუალებით გადაამოწმეთ.
3. Camel Camel Camel
გიჩვენებთ ამაზონზე არსებული პროდუქციის ფასების ისტორიას, რომელიც სტატისტიკის შედგენაში დაგეხმარებათ.
4. ეტიმოლოგიის ონლაინ ლექსიკონი
Online Etymology Dictionary ნებისმიერი სიტყვის წარმოშობის ისტორიას მოგითხრობთ.
5. Account Killer
ზუსტად გიხსნით, სამუდამოდ როგორ გააუქმოთ ნებისმიერი სოციალური ქსელი.
6. Skyscanner
ვებგვერდი საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ ინფორმაცია ფრენების, ფასებისა და მოგზაურობის ბიუჯეტის შესახებ, რაც მთავარია, ნებისმიერ ადგილზე,
სადაც გსურთ წასვლა.
7. სიტყვების სიხშირის დამთვლელი
Word Frequency Counter-ი გეხმარებათ, თქვენ მიერ ტექსტში ერთი და იმავე სიტყვის სიხშირე დათვალოთ. ეს ვებგვერდი, განსაკუთრებით, მასწავლებ-
ლებსა და კორექტორებს დაეხმარება.
8. The Resterbator
მისი საშუალებით ნებისმიერ ფოტოს პოსტერის გაკეთებაა შესაძლებელი.
9. კარგი ფილმის მოსაძებნი საიტი
A good movie to watch.com საუკეთესო ფილმებს შეგირჩევთ, რათა მათ ძებნაში ბევრი დრო აღარ დაკარგოთ.
10. Two Foods
როდესაც ვერ წყვეტთ, რა ტიპის საუზმე, სადილი ან ვახშამია თქვენთვის უფრო სასარგებლო, ეს ვებგვერდი ამის მოგვარებაში დაგეხმარებათ.