საზოგადოება
24.08.2018 / 07:08
შრიფტის ზომა:

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტებს შექმნის

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტებს შექმნის

საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის ჩვენ სამუშაო კვოტებს შევქმნით, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მერკელის განცხადებით, კვოტები გარკვეული სპეციალობებისთვის შეიქმნება, რომლის დეფიციტიც გერმანულ ბაზარზეა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ჩვენ ვამუშავებთ ახლა დარგის სპეციალისტების კანონპროექტს, არა ზოგადად, მაგრამ ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არის დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის, მათ შორის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით, ჩამოვაყალიბებთ, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს, მათ შორის გაძლიერდეს პროფესიული სკოლები მრავალი მიმართულებით. ამას გარდა, მნიშვნელოვანია გერმანული ენის ხელშეწყობა უმაღლესი განათლების მიღება, რათა ათვისებული და გაძლიერებული იქნას გერმანიაში აღიარებული პროფესიული ხელობა. ეს არის ძალიან რთული, რასაც ადამიანები ითვისებენ, სწავლობენ და ისევ და ისევ ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ ამის გამოყენება", - განაცხადა მერკელმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მყოფი ქართველებისთვის ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის მიცემის საკითხი მერკელთან დღევანდელ შეხვედრაზე "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა დააყენეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ განუცხადა, მათ გერმანიის კანცლერისგან მიიღეს დაპირება, რომ გერმანია ამ კუთხით მუშაობას დაიწყებს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოში "ორგანიზაციების მართვის ხელოვნური ინტელექტი" შეიქმნა | Allnews.Ge

საქართველოში "ორგანიზაციების მართვის ხელოვნური ინტელექტი" შეიქმნა

"სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში ინფორმაციული ტექნოლოგიების ქართველმა სპეციალისტებმა "ორგანიზაციების მართის ხელოვნური ინტელექტი" შექმნეს. პროგრამა კომპანიების მართვის პროცესის გამარტივებას შეუწყობს ხელს. მისი გამოყენება შესალებელია საფინანსო ინსტიტუტების, ბიზნეს კომპანიებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების მართვის პროცესში.

"ორგანიზაციების მართვის ხელოვნური ინტელექტი" არის ქართული ტექნოლოგიური სიახლე, რომლესაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. მე მეამაყება, რომ ის სწორედ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა. ახალ პროდუქტს შეუძლია, რევოლუცია მოახდინოს და საგრძნობლად გაამარტივოს ორგანიზაციების მართვის პროცესი.

ფაქტობრივად, ეს არის ტექნოლოგიური ასისტენტი, რომელიც ინფორმაციასა და რეკომენდაციებს ყოველწუთიერად გაწვდის, ხშირ შემთხვევაში კი შეიძლება გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც ჩაერიოს. ბინზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ამ სისტემას უკვე გამოვიყენებთ და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის ორგანიზაციების ხვალიდნელი დღეა. ამ პროდუქტის დანერგვას აქტიურად დავიწყებთ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე," - აღნიშნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

პროგრამა ორგანიზაციების მენეჯმენტს ფინანსური ოპერაციების, დაგეგმილი აქტივობებისა და არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში აწვდის. "ორგანიზაციების მარვთის ხელოვნური ინტელექტი" მენეჯმენტს დაფიქსირებული პრობლემის მოგვარების გზებსაც სთავაზობს.

"შევიმუშავეთ 7 პარამეტრი, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტისთვის არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, ჩვენთვის საინტერესოა კონკურენტები, განვითარების ტენდენცია, ფინანსური მაჩვენებლები, ვალუტის კურსი, მომხმარებლების ჩართულობა, თანამშრომლების კმაყოფილება, ახალი ტექნოლოგიები. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მენეჯერი უფრო ადეკვატურ მითითებებს გასცემს საკუთარ კომპანიაში," - განმარტავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტების მენეჯერი ზურა პერტაია.

"სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში "ორგანიზაციების მართის ხელოვნური ინტელექტის" შესაქმნელად სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობში მიმდინარეობდა.