01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
HI-Tech
04.04.2017 / 08:04
შრიფტის ზომა:

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას

მოწინავე ქვეყნებში დაზღვევის სისტემა კარგად არის განვითარებული. მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული დაზღვევა გინესის რეკორდების წიგნშიც კი შეიტანეს: ეს გახლავთ სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც მის მფლობელს 201 მილიონი დოლარი დაუჯდა. ამ დაზღვევის მფლობელი ტექნოლოგიური ბიზნესით დაკავებული ამერიკელი მილიარდერია. სამწუხაროდ, მისი ვინაობა დღემდე არ არის ცნობილი. დაზღვევის კულტურა თანდათან საქართველოშიც შემოდის, თუმცა ამ სფეროში უამრავი ხარვეზი შეიმჩნევა, რაზეც ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გვესაუბრება.

- მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ეს სფერო აშკარად წინ წავიდა, სადაზღვევო კომპანიების საქმიანობაში ბევრი რამ არის გამოსასწორებელი: ხშირად ეს კომპანიები კლიენტებს არაკეთილსინდისიერად ეპყრობიან და მათთვის თანხის გადახდას თავს არიდებენ. თავდაპირველად ყურადღებას გავამახვილებ სამედიცინო დაზღვევაზე, რადგან აქ ყველაზე მეტ დარღვევას ვაწყდებით.

ჩემს პრაქტიკაში ამ ტიპის დაზღვევასთან დაკავშირებული არაერთი ფაქტი ყოფილა. სადაზღვევო კომპანიები ხშირად არიან გარიგებაში პროვაიდერ კლინიკებთან და როდესაც პაციენტის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციას ადგენენ, ბევრ რამეს ამახინჯებენ. ჩემს საადვოკატო პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევა: ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის კლიენტმა სამკურნალოდ პროვაიდერ კლინიკას მიმართა, სადაც ის 30 საათის განმავლობაში იწვა. სამედიცინო დახმარება კი გაუწიეს, მაგრამ საბუთებში 23 საათი ჩაუწერეს ანუ კლინიკაში შესვლის და გაწერის დრო შეგნებულად შეუმცირეს, რითაც თანხის გადახდას თავი აარიდეს. 30 საათის განმავლობაში პაციენტს კომპანიისთვის გაცილებით მეტი თანხის მოთხოვნა შეეძლო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კიდევ ერთი ასეთი ფაქტი მახსენდება: საკმაოდ ცნობილი და პრესტიჟული კომპანია პაციენტს არ უნაზღაურებდა დაზღვევის თანხას და თავს იმით იმართლებდა, რომ პროვაიდერ კლინიკას გარკვეული ლიმიტი ჰქონდა დაწესებული. სასამართლო პროცესზე პაციენტს უმტკიცებდნენ - თქვენს მიერ მიღებული მომსახურება დადგენილ ლიმიტს სცდებაო. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ლიმიტი 2, ან 3 ათასი ლარია, სადაზღვევო კომპანია ამაზე მეტ თანხას არ აანაზღაურებს. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დადგეს ამგვარი დაბრკოლების წინაშე და დაზღვევით განკუთვნილი თანხა ვერ მიიღოს.

-ბატონო ირაკლი, ყველაზე დიდი სირთულე რა არის დაზღვეულთათვის?

-პირველ ყოვლისა, ბუნდოვანი და გაურკვეველი ხელშეკრულებები. სადაზღვევო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებები ხშირად იმდენად რთული ტერმინოლოგიით არის შედგენილი, რომ კომპანია თუ მოინდომებს, ყოველთვის თავს დაიძვრენს და უარს იტყვის თანხის ანაზღაურებაზე. მათი კლიენტების უმრავლესობა ხელშეკრულებას არც კითხულობს და რომც წაიკითხოს, ისინი იმდენად ბუნდოვანია, რომ ვერც გაიგებს. თანაც,

ხელშეკრულებებში ისეთი პუნქტებია ჩადებული, რომელიც ორმაგად იკითხება და საშუალებას აძლევს სადაზღვევო კომპანიას თანხა არ აანაზღაუროს. სერიოზული პრობლემა ისიც, როცა სადაზღვევო კომპანიები დროულად არ ურიცხავენ თანხას სამედიცინო დაწესებულებებს, რის გამოც სამედიცინო პერსონალი ხელფასს დროულად ვერ იღებს.

-სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში რა დარღვევები შეიმჩნევა?

- სესხის გამოტანისას, ბანკები მსესხებელს ავტომატურად აზღვევენ, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიამ თანხა აანაზღაუროს. სინამდვილეში, თუ მსესხებელი დაიღუპება, ბანკი მის თავდებში მყოფ პირს ავალდებულებს, რომ თანხა გადაიხადოს. სადაზღვევო კომპანიები თანხას არ იხდიან თვითმკვლელობის შემთხვევაშიც. იგივე ხდება მაშინ, როცა გარდაცვალება არ არის დაკავშირებული შემთხვევითობასთან და თუ მსესხებელმა იცოდა, რომ რთული მდგომარეობა ჰქონდა და ეს ბანკს არ შეატყობინა.

ძალიან ბევრ დარღვევას ვაწყდებით ავტომობილების დაზღვევაშიც.

მაგალითად: როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, თუ საჭესთან ზის მძღოლი, რომელსაც ეს მანქანა არ ეკუთვნის, ან მართვის მოწმობა არა აქვს, მაშინ სადაზღვევო კომპანია უარს ამბობს გადაიხადოს დაზღვევით გათვალისწინებული თანხა. წაიკითხეთ გაგრძელება

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას | Allnews.Ge