საინტერესო
11.06.2020 / 13:06
შრიფტის ზომა:

ქალი, რომელიც 3 დიდ საზღვაო კატასტროფას გადაურჩა- ვაიოლეტ ჯესოპის უცნაური ისტორია

ქალი, რომელიც 3 დიდ საზღვაო კატასტროფას გადაურჩა- ვაიოლეტ ჯესოპის უცნაური ისტორია

თუ გემის დაღუპვას ცოცხალი გადაურჩით, თავს შეგიძლიათ იღბლიანი უწოდოთ და დარწმუნებულები ვართ, გემის ბორტზე ფეხს აღარასდროს აადგამთ. თუმცა, ვაიოლეტ კონსტანს ჯესოპი ყველაზე იღბლიანია ქალია. ის სამი ტრანსატლანტიკური ლაინერების დაღუპვას გადაურჩა. ესენია "ოლიმპიკი", "ტიტანიკი" და "ბრიტანიკა". უფრო მეტიც, პენსიაზე გასვლამდე ის გემებზე მუშაობას აგრძელებდა.

ვაიოლეტ ჯესოპი 1887 წლის 2 ოქტომბერს არგენტინაში დაიბადა. ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში მეცხრე ბავშვი იყო. ბავშვობაში ტუბერკულოზი შეეყარა და ექიმებმა რამდენიმე თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, თუმცა გოგონამ დაავადება დაამარცხდა და ჯანსაღი იყო სიცოცხლის ბოლომდე.

დედის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი ბრიტანეთში დაბრუნდა. მანამდე გოგონა სამონასტრო სკოლაში სწავლობდა. ოჯახს მძიმე ტვირთად რომ არ დასწოლოდა და და-ძმების გამოსაკვები ფული ჰქონოდა, ვაიოლეტი სამგზავრო ლაინერზე სტიუარდესად მოეწყო. სადაც მანამდე დედამისი მუშაობდა. თუმცა, მისი სამსახურში აყვანა გართულდა. იმ პერიოდში ლაინერზე საშუალო ასაკის ქალბატონები მუშაობდნენ, ვაიოლეტი კი 21 წლის გახლდათ. მის სინორჩესა და მიმზიდველობას შეიძლება უსიამოვნება გამოეწვია მგზავრებსა და ეკიპაჟის თანამშრომლებს შორის. კარიერის მანძილზე ჯესოპმა ხელის თხოვნის სამი შემოთავაზება მიიღო. ერთ-ერთი ზღაპრულად მდიდარი მგზავრი გახლდათ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

1908 წელს, ვაიოლეტ ჯესოპი White Star Line-ის კომპანიაში აიყვანეს სამუშაოდ და აქედან იწყება მისი თავგადასავალი. მისი პირველი გემი "მაჯესტიკი" იყო. მიუხედავად მცირე ანაზღაურებისა, თვეში 2,10 გირვანქა სტერლინგი გამოსდიოდა (200 გირვანქა სტერლინგი დღევანდელი კურსით), სამუშაო მოსწონდა. მგზავრებიც მუდამ კმაყოფილები იყვნენ მისით. შემდეგ კი "ოლიმპიკი" გახლდათ. რომელიც 1911 წლის 20 სექტემბერს კრეისერ "ჰოუკს" შეეჯახა. კატასტროფა უმსხვერპლოდ დასრულდა, მაგრამ "ტიტანიკის" შემთხვევაში მსოფლიო კატასტროფა დატრიალდა. კომპანიაში იცოდნენ გამოცდილი და გულისხმიერი ვაიოლეტის შესახებ და მდიდრულ ლაინერზე მიიპატიჟეს სამუშაოდ.

გემის ბედი ყველამ იცით, იგი აისბერგს შეეჯახა და 1500 ადამიანი გარდაიცვალა. ვაიოლეტ ჯესოპი მე-16 ნომრის ნავში იჯდა. აი, რას იხსენებდა მოგვიანებით: "ქალები ქმრებს ემშვიდობებოდნენ, ბავშვებსაც ატანდნენ, მაგრამ თავად, შიშის გამო, არაფრის დიდებით არ სხდებდნენ ნავში. კაპიტანმა მიბრძანა, პირველი ჩავმჯდარიყავი ნავში, რათა მანდილოსნებისთვის მაგალითი მიმეცა".

გადარჩენილი მგზავრები გემმა "კარპატიამ" აიყვანა. ვაიოლეტ ჯესოპი მშვიდობით დაბრუნდა ხმელეთზე. როგორ გგონიათ, ორი კატასტროფის შემდეგ ადამიანი კიდევ აადგამს ფეხს გემზე? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ვაიოლეტი სხვანაირად ფიქრობდა.

1916 წლის 21 ნოემბერს "ბრიტანიკი" ეგეოსის ზღვაში გერმანელების მინაზე აფეთქდა. გემმა სწრაფად დაიწყო ჩაძირვა. მგზარებმა ნავებში ჩასხდომაც კი ვერ მოასწრეს. თავად ვაიოლეტი გემის ბორტიდან ღია ზღვაში გადახტა და სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. "წლების შემდეგ ექიმთან მივედი, რადგან საშინელი თავის ტკივილები მაწუხებდა. ექიმმა მითხრა, რომ თავის ქალა გატეხილი მქონია. სავარაუდოდ, მაშინ დავიზიანე, როცა გემიდან გადმოვხტი".

ქალი ხუმრობითაც ამბობდა, რომ სქელმა თმამ გადაარჩინა, რომ საერთოდ არ ჩაემსხვრა ქალა. იმასაც ამბობდა, რომ "ტიტანიკზე" საყვარელი კბილის ჯაგრისი დარჩა. ამასაც ხუმრობით, რა თქმა უნდა.

ომის დასრულების შემდეგ გემები აუცილებელი სატრანსპორტო საშუალება გახდა. და ვაიოლეტ ჯესოპი ისევ ავიდა გემზე. თუმცა, ამჯერად ძველი კომპანია მიატოვა და Red Star Line-ის თანამშრომელი გახდა. მრავალი წელი მშვიდობიანად აგრძელებდა მუშაობას კრუიზებში, მისი არც ერთი გემი არ ჩაძირულა. 61 წლის გავიდა პენსიაზე და მხოლოდ მაშინ ჩამოვიდა გემიდან. ხმელეთზე დაბრუნებულმა ბაღი გააშენა და სიცოცხლის ბოლომდე მას უვლიდა.

იგი 1971 წლის 5 მაისს გარდაიცვალა, 84 წლის ასაკში.

marao.ge

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

აშშ-ში მოღვაწე ქართველმა სტომატოლოგმა მობილურის ყველაზე დაცული აპლიკაცია შექმნა | Allnews.Ge

აშშ-ში მოღვაწე ქართველმა სტომატოლოგმა მობილურის ყველაზე დაცული აპლიკაცია შექმნა

ამერიკაში მოღვაწე ქართველი სტომატოლოგის, ისააკ (ნიკა) დათიკაშვილის აპლიკაცია Ios-ისა და Android-ის პლატფორმებზე 30 მარტს ჩაეშვა. აპლიკაცია Pronto! by Privates  მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გაგზავნილი შეტყობინება ან ფოტო, უკან გამოითხოვოს სანამ, მას ადრესატი ნახავს, თავიდან აიცილონ მათი შენახვა, ან სქრინშოტის გადაღება. 

"აპლიკაციის პირველადი ვარიანტის პრობლემა ის იყო, რომ აპლიკაცია ორივე მომხმარებელს უნდა ჰქონოდა, ეს ართულებდა მოხმარებას. ახალი აპლიკაციის შემთხვევაში კი, საკმარისია ერთ მხარეს, ამ შემთხვევაში გამგზავნს, ჰქონდეს გადმოწერილი ჩვენი აპლიკაცია. მაგალითად, აპლიკაციას გამოიყენებთ მაშინ, თუკი დაფარული და უსაფრთხო შეტყობინების გაგზავნა გსურთ, ისე რომ მიმღებმა ვერ შეინახოს იგი." - ამბობს ისააკი.

აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა Iphone-ის აპლიკაცია შექმნა

ამ ვერსიის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ინტეგრირდება უკვე არსებულ აპლიკაციებთან, როგორებიცაა Viber, WhatsUp, mail და ა.შ. ანუ მისი გამოყენებისას შეზღუდვა არ გექნებათ.

"ის რომ, აპლიკაცია ინტეგრირდება სხვადასხვა საკომუნიკაციო პროგრამასთან, აადვილებს და აფართოვებს მის მოხმარებას."

იდეის ავტორის თქმით, აპლიკაციას ორი სისტემური გადაწყვეტა აქვს. ერთი - ძალიან დაფარული, რომელიც შესაძლოა, გამოიყენებოდეს საიდუმლო სამსახურებისთვის და მეორე - ნაკლებად დაფარული. უსაფრთხოება ორივე შემთხვევაში მაქსიმალურადა არის დაცული.

"სანამ აპლიკაციას შევქმნიდით, ბაზრის კვლევა ჩავატარეთ. აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოებისა და დაცულობის კუთხით, დიდი არჩევანი არ იყო. ახლა მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ძალიან მარტივად ისარგებლოს ჩვენი აპლიკაციის უნიკალური ფუნქციით და რაც მთავარია, უფასოდ ჩამოტვირთოს იგი."

Pronto! by Privates-ი ხელმისაწვდომია, როგორც აიფონის მომხმარებლებისთვის, App store-ში, ისე Android-ის სისტემის მფლობელებისთვის, Google Store-ში.

შეტყობინების დაფარვას მთლიანად გამგზავნი მართავს. მას შეუძლია შეტყობინება უკან დაიბრუნოს, ან მიუთითოს, და ნახვისთანავე გაანადგუროს. Pronto! by Privates -ის აპლიკაციაზე, 6 ადამიანი მუშაობდა.

როგორც, ისააკ დათიკაშვილი ამბობს, მას სურდა, რომ აპლიკაციის შესახებ პირველად ქართველ მომხმარებლებს გაეგოთ.