
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცავებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოში განაცხადეს, გიორგი ჯახუა არა მღვდელმსახური, არამედ ერისკაცია.
უწყების ცნობით, გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფის ამოღების ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სამართალდამცავებმა სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა და იარაღი ამოიღეს
მათივე ცნობით, აღნიშნულ პიროვნებას მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
ამასთან, შსს იარაღის ამოღების ფაქტს არ ადასტურებს.
თავად გიორგი ჯახუას მტკიცებით, ის მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონია. როგორც მან დღეს, "გირჩის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 17 იანვარს, სამართალდამცავებმა ქუთაისში მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და იარაღი და მარიხუანა ამოიღეს, რასაც დაავადების სამკურნალოდ იყენებდა.
"C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და ქოლეცისტიტი მაქვს, ამიტომ ვიყენებ კანაფს. წამალს საერთოდ არ ვხმარობ", – განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი ჯახუამ.
მან სამართალდამცავები უფლებამოსილების გადამეტებაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "პოლიციელებმა კანაფის წინ დააყენეს, და "სელფის" გადაღება" აიძულეს.
რაც შეეხება იარაღს, გიორგი ჯახუას თქმით, ის ანტიკვარული იყო. "ანტიკვარი იარაღი მქონდა. ჩემი ბავშვები თამაშობდნენ. პოლიციელებმა კი ჯიბეში ჩაიდეს და წაიღეს", – აღნიშნა მან.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მიმდინარე წელს სან-ხოსეში გამართულ Facebook-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე, მარკ ცუკერბერგი კიდევ უფრო ამბიციური ჩანდა. სოციალური ქსელის დამფუძნებელმა, საზოგადოებას მომავალი 10 წლის გეგმა გააცნო, რომელზე მუშაობაც კომპანიაში უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
2026 წლისთვის, "Facebook-ის პლანეტაზე" უკვე ყველა ადამიანს ექნება წვდომა ინტერნეტზე, მათ შორის უმეტესობას, Facebook-ის ახალი პროექტის წყალობით. კომპანია მოცემულ მომენტში ჭკვიანი სათვალის შექმნაზეც მუშაობს, რომელის დიზაინიც ყოველდღიური სათვალის მსგავსი იქნება.
გარდა ამისა, სოციალური ქსელის დამფუძნებლის თქმით, ხელოვნური ინტელექტი იმდენად განვითარდება, რომ მომავალში, კომპიუტერებს ისევე მარტივად გავესაუბრებით, როგორც ახლა ჩვენს მეგობრებთან ვამყარებთ კომუნიკაციას.
სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებისთვის ეს სიუჟეტი ნაცნობი იქნება, თუმცა, დანარჩენებისთვის ვიტყვი, რომ Facebook-მა მომავალი სმარტფონების, ტელევიზორებისა და ტაბლეტების გარეშე იწინასწარმეტყველა. ამ ახალ სამყაროში, კომპიუტერული პროგრამები ეკრანის გარეშე, ჩვენს თვალ წინ გამოჩნდება, ბეჭდვას კი ტვინის დახმარებით შევძლებთ.
აღნიშნული რეალობა გახსნის კიდევ ერთ კარს ახალ, უფრო მეტად გიჟურ მომავალში, სადაც Facebook ან ნებისმიერი სხვა ტექნოლოგიური კომპანია იქნება შუამავალი ჩვენს ფიქრებსა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებს შორის.
მკითხველის კომენტარები
(1)
მათ იციან რომ ზედმეტი დემოკრატია გუპავს ქვეყანას