ინფორმაციის პირველ წყაროდან დეზინფორმაციის პირველ წყარომდე - რა საფრთხეების წინაშე დგას Facebook და ცუკერბერგი
• Facebook-ს 1,94 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ყავს. ყოველწლიურად ეს ციფრი 18%-ით იზრდება.მათგან 1.28 მილიარდი მომხმარებელი ყოველდღიურად სტუმრობს სოციალურ ქსელს და მათი რაოდენობაც 18-ით იზრდება.
• Facebook-ს 1.74 აქტიური მობილური მომხმარებელი ყავს. ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე 21 %-ით იზრდება. მათგან 1,15 მილიარდი ყოველდღიურად სტუმრობს სოციალურ ქსელს მობილური ტელეფონის საშუალებით. ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 23%-ით იზრდება.
• Facebook-ის მომხმარებელთა 30% 25-34 ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან.
• ყოველ წამში 5 ახალი ანგარიში იქმნება.
• Facebook-ზე ყოველდღიურად 300 მილიონი ფოტო იტვირთება.
• ერთი წუთის განმავლობაში Facebook-ზე 510 000 კომენტარი კეთდება, 293 000 სტატუსი იწერება და 136 000 სურათი იტვირთება.
• Facebook-ზე 83 მილიონი ყალბი პროფილი არსებობს.
აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე თვალის ერთი გადავლებითაც ცხადია, თუ რა ძალა აქვს სოციალურ ქსელს, რომელიც 19 წლის სტუდენტმა შექმნა და მისი მიზანი ჯგუფელებს შორის კომუნიკაციის დამყარება იყო. ახლა კი Facebook მსოფლიოში ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების ნომერ პირველი წყაროა, მისი შექმნელი კი ფორბის მილიარდელების რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებს. თუმცა Facebook-ის ფუნქციების, შესაძლებლობების და შესაბამისად, გავლენის ზრდასთან ერთად, ის გარკვეულწილად უკონტროლო გახდა. ამას ადასტურებს სტატისტიკის ბოლო პუნქტიც - 83 მილიონი ყალბი პროფილი. აღნიშნულის წინააღმდეგ თავად მარკ ცუკერბერგიც კი იბრძვის, მაგრამ ამ დრომდე Facebook-ის დეზინფორმაციის ძალა კვლავაც ძალიან დიდია.
Facebook-ში გავრცელებულ ინფორმაციას უდიდესი გავლენა აქვს ადამიანების პირად ცხოვრებაზე, მათ სურვილებსა და არჩევანზე. ის ზემოქმედებს ადამიანის პოლიტიკურ არჩევანზეც კი. ამის ნათელი მაგალითია ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნები. დონალდ ტრამის გამარჯვების შემდეგ Facebook-მა აღიარა, რომ ნაწლობრივ ისიც იღებდა პასუხისმგებლობას ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესახებ. ცრუ ინფორმაციაში იგულისხმებოდა ცნობა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ჰილარი კლინტომა იარაღი მიყიდა ISIS-ის, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სიცრუის მიუხედავად ეს ნიუსი საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში უფრო სწრაფად და ფართოდ გავრცელდა, ვიდრე ჭეშმარიტი ინფორმაცია და მან ამერიკელი ამომრჩევლების არჩევანზე დიდი გავლენა იქონია.
ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც Facebook-ზე გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ მიმდინარე მოვლენებზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. ამიტომაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები პირდაპირ მოითხოვენ Facebook-ისგან, რომ ქსელი ყალბი ანგარიშებისგანგაწმინდოს. ასე მოხდა საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.
თავად სოციალურმა ქსელმა მართლაც გააძლიერა ბრძოლა ყალბი ნიუსების გავრცელების წინააღმდეგ. 2017 წლის აპრილში, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სოციალურმა ქსელმა საფრანგეთში 30 000 პროფილი დააჯარიმა, რადგან ისინი ავრცელებდნენ სპამს, ცრუ და მცდარ ინფორმაციას. სოციალური ქსელი ცდილობს გამოავლინოს და დაბლოკოს საეჭვო აქტივობები, მათ შორის ყალბი მოწონებები.
მეორე მხრივ, თავად Facebook-მა წამოიწყო კამპანია, რომლის საშუალებითაც ცდილობს საზოგადოება მიახვედროს, თუ როგორ უნდა გაარჩიონ ყალბი ინფორმაცია ჭეშმარიტისგან. შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ შეუძლებელია ყალბი ინფორმაცია ან პროფილი ვერ ამოიცნოს, მაგრამ როგორც განხილული მაგალითებიდან გამოჩნდა, სწორი და არასწორი ინფორმაციის გარჩევა ინფორმაციულ ეპოქაშიც კი განსაკუთრებით დიდი პრობლემაა. ერთი მხრივ, ყალბი პროფილის თუ ინფორმაციის შეფუთვა იმდენად კარგად ხდება, რომ მომხმარებელს მისი გარჩევა უჭირს. მეორე მხრივ, განვითარებად ქვეყნებში საზოგადოების ცნობიერება ამ კუთხით არც ისე მაღალ დონეზეა და გადაუმოწმებლად იღებენ ნებისმიერ ინფორმაციას, რაც მათ სოციალური ქსელის საშუალებით მიეწოდებათ.
მართალია, ყალბი ინფორმაციის გავრცელებას მიზნის მისაღწევად ბევრი კომპანია მიმართავს, მაგრამ ეს უკვე იმდენად დიდი პრობლემაა, რომ თავად სოციალური ქსელის გარდა, მსოფლიოს გიგანტებიც იბრძვიან მის წინააღმდეგ. USA TODAY-მ, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი მედია საშუალებაა, FBI-ის მიმართა, გამოეძიებინა და გამოევლინაFacebook-ის ყალბი ანგარიშები. შედეგად, აპრილში გამოვლინდა მილონობით ყალბი ანგარიში, რომლებიც USA TODAY-ს და სხვა მედია გამოცემების ფოლოვერები იყვნენ. კონკრეტულადUSA TODAY-ს 15.2 მილიონი ფოლოვერი 9,5-მდე შემცირდა. აღმოჩნდა, რომ 6 მილიონი ყალბი იყო.
USA TODAY-ს ყალბ ფოლოვერებს შორის განსაკუთრებით საინტერესო იყო გვერდი, რომელსაც ერქვა "13459u2 34ltijsre" და მას 4 000 ფოლოვერი ყავდა. როგორც აღმოჩნდა 4 000-ვე პროფილი ყალბი იყო და ისინი ერთმანეთის მეგობრებიც იყვნენ. სწორედ ამ სქემით მუშაობენ ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაციას გავრცელებას ახდენენ.
კიდევ ერთი გავრცელებული სქემა არის ახალგაზრდა გოგონას პროფილის შექმნა, რომელიც, როგორიც წესი, სტუდენტია, საკმაოდ ლამაზია და თან სპორტის რომელიმე სახეობის მიმდევარია.
რა სქემითაც უნდა მუშაობდნენ ყალბი ანგარიშების შემქმნელები, ცრუ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, მათი ძირითადი მიზანი ფულის გამომუშავებაა. ისინი ხშირად გზავნიან დავისრუსებულ ლინკებს, ყიდიან გარკვეულ პროდუქციას ან სხვადასხვა მიზნით აგროვებენ ფულს.
Facebook-ისთვის ეს არ იყო ყალბი ანგარიშების გამოვლენის ერთადერთი მცდელობა. კომპანიის განცხადებით, ისინი ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებენ. განსაკუთრებით კი ისეთი ანგარიშების გამოვლენაზე არიან ორიენტირებული, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიის გვერდზე სპამ კომენტარებს ტოვებენ.
Facebook-ის განმარტებით, ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების დაახლოებით 1 პროცენტია არაკლასიფიცირებული პროფილი. ამაში იგულისხმება როგორც ყალბი ანგარიში, ისე წესების დარღვევით შექმნილი პროფილი, მაგალითად, რომლებიც ძაღლებისთვისაა გაკეთებული. კომპანიის ვარაუდით, მათი უმეტესობა ამერიკის მიღმაა შექმნილი.