02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
HI-Tech
29.06.2017 / 09:06
შრიფტის ზომა:

რუსული თანამგზავრი ცაზე ყველაზე კაშკაშა "ვარსკვლავი" გახდება

ახალგაზრდა რუსმა მეცნიერებმა კოსმოსური თანამგზავრი "Маяк"-ი შექმნეს. ორბიტაზე გასვლის შემდეგ, თანამგზავრი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახდება, რომლის დანახვა ყველა ქალაქიდან იქნება შესაძლებელი.

ორბიტაზე გასვლის შემდეგ, "Маяк"-ი მზის რეფლექტორს გახსნის, რომელიც დედამიწაზე გიგანტური "მზის ბაჭიების" გაშვებას დაიწყებს. დედამიწიდან ეს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის ანთებას დაემსგავსება. რეფლექტორი სამმეტრიან წესიერ პირამიდას წარმოადგენს, რომელიც ამრეკლავი ლითონიზირებული ფირისგან შედგება და ადამიანის თმაზე 20-ჯერ უფრო თხელია.

ორბიტაზე გასვლის დროს, რეფლექტორი თანამგზავრის შიგნით იქნება ჩაკეცილი, ორბიტაზე გასვლის შემდეგ კი გაიხსნება და პირამიდის ფორმას მიიღებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თანამგზავრის გაშვების მიზანია - აეროდინამიკური სამუხრუჭე მოწყობილობის გამოცდა, რომლის გამოყენება მომავალში ორბიტიდან კოსმოსური ნაგავის მოშორებისთვის იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ატმოსფეროს ყველაზე ზედა შრეებში თანამგზავრის ფრენაზე დაკვირვებისას, დიდ სიმაღლეზე ჰაერის სიმკვრივის შესახებ, ახალი მონაცემების მიღება გახდება შესაძლებელი.

თანამგზავრის შექმნისთის საჭირო სახსრები რუსმა ინჟინერებმა 2014 წელს, Boomstarter-ზე შეაგროვეს. 2016 წლის 1 თებერვლიდან ფინანსების მოძიება თანამგზავრის გაშვებისთვის მიმდინარეობს. "Маяк"-ის გუნდმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება სახელმწიფო კორპორაცია "როსკოსმოსთან", ორბიტაზე გასვლა კი 2017 წლის ივლისშია დაგეგმილი.

ორბიტაზე "Маяк"-ს "ბაიკონურის" კოსმოდრომიდან მზიდი რაკეტა "სოიუზ-2" გაიყვანს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რუსული თანამგზავრი ცაზე ყველაზე კაშკაშა "ვარსკვლავი" გახდება | Allnews.Ge