
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, "ცენტრისტებს" საარჩევნო რეგისტრაცია არ გაუუქმდება. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" სარჩელი, მოპასუხე პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" მიმართ. საქმეში მესამე პირად ჩართული იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო მხარეთა შორის დავის საგანს საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენდა.
"მოსარჩელემ წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ მოპასუხე პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" მიერ შემუშავებულ შეთავაზებაში ამომრჩევლების მიმართ, აღნიშნულია პუნქტი, რომლის თანახმადაც 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური გაერთიანება იღებს ვალდებულებას, რომ 50 დღეში, ყველა პენსიონერი ვინც გამოთქვამს სურვილს დ გაივლის რეგისტრაციას პარტიაში, მიიღებს რუსულ პენსიას, რომელიც საშუალოდ არის 400 ლარი. აღნიშნული შეთავაზება გაჟღერდა სატელევიზიო ეთერითაც.
მოსარჩელის პოზიციით, მსგავსი შეთავაზება წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვას, რის გამოც მას უნდა გაუუქმდეს რეგისტრაცია. მოპასუხე მხარემ, თავის მხრივ, არ სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტის შეთავაზება ეხება სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის მექანიზმს, რომლის ფორმას მხოლოდ სახელმწიფო განსაზღვრავს, შესაბამისად მისი უზრუნველყოფა მხოლოდ იმ პოლიტიკური გაერთიანების კომპეტენცია იქნება, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს და ამ გზით მოიპოვებს პოლიტიკურ ხელისუფლებას.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონით "პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" გათვალისწინებული, დაპირებასთან დაკავშირებული აკრძალვა, იმავე კანონის მიხედვით არ შეეხება პოლიტიკურ და საარჩევნო დაპირებებს, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.
"ცენტრისების" წინასაარჩევნო კლიპი პრორუსული შეხედულებების გამო გააკრიტიკეს
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ხსენებული აკრძალვის ზღვარი კანონმდებელმა დაადგინა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ ამომრჩეველთა ხმების, ფულადი სახსრების სანაცვლოდ მიღებასა და სახელმწიფოს პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას შორის, რომლის მიზანია, საარჩევნო სუბიექტებს არ შეექმნათ დაბრკოლება წარუდგინონ ამომრჩევებს საკუთარი ხედვა და პროგრამა სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო მისაღებია თუ არა შეთვაზება, ამას ამომრჩეველი განსაზრღვრავს კენჭისყრის დროს", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ორი კალენდარული დღის ვადაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ამერიკაში, მომსახურე პერსონალს ხელში ჩიპებს ჩაუდგამენ. Three Square Market პირველი ფირმა გახდება, რომელიც უახლოეს მომავალში თანამშრომლებს მიკროჩიპებს დაუმონტაჟებს. აღნიშნული კომპანია მიკროსქემებს თანამშრომლებს სრულიად უფასოდ დაუმონტაჟებს. ფირმის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ მათ სხვა კომპანიებიც მიბაძავენ.
ბრინჯის მარცვლის ზომის მიკროჩიპი 300 ამერიკული დოლარი ღირს. ის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს ხელის მარტივი მოძრაობით გახსნას კარი, შევიდეს სამუშაო კომპიუტერში და პროდუქტებიც კი შეიძინოს. კომპანიის 50-მა თანამშრომელმა მიკროჩიპის ჩადგმის სურვილი უკვე გამოთქვა. Three Square Market-ის წარმომადგეელი პატრიკ მაკმულანი მიიჩნევს, რომ ეს იდეა უტოპიური სულაც არ არის და ფიქრობს მალე ყველა მოისურვებს მიკროჩიპის დამონტაჟებას.
Three Square Market შვეიცარიულ კომპანია BioHax-თან თანამშრომლობს. ამ კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მიკროჩიპები მალე იდენტიფიცირებისა და გადახდის ჩვეულებრივი ხერხი გახდება.
"საკრედიტო ბარათისა და ტელეფონის ნაცვლად იქნება მიკროჩიპი დიდსა და საჩვენებელ თითებს შორის"
კომპანიის საერთაშორისო განვითარების ვიცე-პრეზიდენტის, ტონი დანანის, განმარტებით, ყველა თანამშრომელს გაუჩნდა ლეგიტიმური კითხვა, შეიძლება თუ არა ამ ჩიპების მეშვეობით თვალთვალი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩიპის თვალთვალი GPS-ის საშუალებით შეუძლებელია, ის ისეთივე იქნება როგორიც ნებისმიერ საკრედიტო ბარათში.
დანანი იმედოვნებს, რომ, საბოლოო ჯამში, მიკროჩიპი ჩაანაცვლებს ყველაფერს იმას, რასაც საფულით ვატარებთ, დაწყებული ელექტრონული გასაღებით, დამთავრებული პირადობის მოწმობითა და საკრედიტო ბარათებით. მისი მთავარი ფუნქცია სწორედ კომფორტულობა უნდა იყოს, შესაბამისად, ჩამონტაჟებისა და ამოღების პროცესიც მარტივი და უმტკივნეულო იქნება.
მკითხველის კომენტარები
(21)
და ცოტა ზრდილობიანად რომ დაგეწერა არა? თუ წესიერი ლაპარაკი არ გასწავლეს? <br /><br />ადამიანს ლექსიკონზე ეტყობა რასც წარმოადგენს
რას ნიშნავს ფანატი მართლმადიდებელი და საერთოდ ჭკუა გაქვს კი თავში?მართლმადიდებელმა ადამიანმა ნამდვილად იცის რასთან აქვს საქმე და მაგიტომაც ტეხს განგაშს