
22 მარტიდან ე.წ. "ქალაქის დამტენების" (Level 2) ეტაპობრივად, ავტორიზაციის რეჟიმში გადასვლა დაიწყება - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია E-Space ავრცელებს.
შედეგად კი, კომპანიის ცნობით, ელექტრომობილების მფლობელებს დამტენით სარგებლობისთვის აუცილებლად დასჭირდებათ E-Space მობილური აპლიკაციის გამოყენება.
კომპანია აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით მცირე ინსტრუქციასაც სთავაზობს მოქალაქეებს:
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გადმოიწერეთ და დარეგისტრირდით E-Space მობილურ აპლიკაციაში (გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია საბანკო ბარათის მითითება);
გაიარეთ ავტორიზაცია მობილურ აპლიკაციაში;
შეაერთეთ დამტენი კაბელი მანქანის მხარეს;
შეაერთეთ დამტენი კაბელი დამტენში (არ ეხება სწრაფ დამტენს, რადგან ინტეგრირებული კაბელი აქვს);
აპლიკაციის ქვედა მენიუდან აირჩიეთ დამტენის ჩართვის სასურველი მეთოდი: ა) ჩართეთ დამტენი კოდით; ბ) დამტენების რუკა ან გ) შეარჩიეთ დამტენი ობიექტის მიმდებარედ;
სასურველი დამტენის არჩევისას ასევე გამოგიჩნდებათ მისი სტატუსი: „თავისუფალია“, „დაკავებულია“ ან „არ მუშაობს“;
თუ დამტენი შეარჩიეთ რუკის მეშვეობით ან ობიექტის მიმდებარედ – მისი ჩართვა მობილურის ეკრანზე გამოტანილი ღილაკზე დაჭერით მოხდება. ხოლო თუ აირჩიეთ „დატენვა კოდით“ – მობილურ აპლიკაციაში შეიყვანეთ დამტენზე სტიკერის სახით დატანილი 4-ციფრიანი კოდი, დამტენის ჩასართავად;
სწრაფი დამტენის შემთხვევაში აირჩიეთ „დატენვა გამოერთებამდე“ ან „დატენვა თანხის მითითებით“;
დატენვის მიმდინარეობისას მობილური აპლიკაციით შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ დატენვის პროცესში მოხმარებულ კილოვატებს;
დატენვის დასრულებისას დააჭირეთ ღილაკს „დატენვის დასრულება“, რომელიც გამოჩნდება თქვენი მობილურის ეკრანზე და გამოართეთ კაბელი.
კომპანიის ცნობით, ქალაქის დამტენებით (Level 2) სარგებლობა კვლავაც უფასო იქნება, თუმცა, ელექტრომობილის დასატენად აუცილებელია აპლიკაციის მეშვეობით მათი „ჩართვა“.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მიმდინარე წლის თებერვალში ალექს ბალფანზმა თავისი მეთვრამეტე დაბადების დღე სატელეფონო საუბარში გაატარა. ის, არც მეტი არც ნაკლები, თავისი ვიდეო თამაშის მომავალ პერსპექტივას განიხილავდა.
დაახლოებით სამი კვირით ადრე, ბალფანზმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, პოლიციელებსა და ქურდებზე ვიდეო თამაში გამოაქვეყნეს, რომელსაც Jailbreak ერქვა. ის ერთ-ერთ მსხვილ სათამაშო პლატფორმა Roblox-ზე დაიდო. ამ პლატფორმისთვის თამაშები ბალფანზსა და მის ბიზნეს პარტნიორს აქამდეც შეუქმნიათ თუმცა, Jailbreak პირველი იყო, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა, დადებისთანავე 75 ათასი მოთამაშის ყურადღება მიიპყრო და შემდეგ დღეებშიც შეძლო ამ დონის შენარჩუნება.
ამჟამად თამაში "შვიდ-ციფრიან" შემოსავალს მიიღებს. ალექს ბალფანზის თქმით, მან უკვე საკმარისი თანხა მოაგროვა დიუკის უნივერსიტეტში 4-წლიანი სწავლის საფასურის სრულად დასაფარად. ბალფანზი შემოდგომიდან უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის შესწავლას გეგმავს. როგორც ცნობილია, Roblox-ის შემოქმედებითმა გუნდმა ბალფანზს თანამშრომლობა შესთააზა.
რაც შეეხება Roblox-ს. თუ თქვენ 15 წელზე მეტი ასაკის ხართ, დიდი შანსია, რომ ამ პლატფორმის შესახებ არაფერი გსმენიათ. პლატფორმა მომხმარებლისთვის 2005 წლიდან არის ხელმისაწვდომი, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მოიპოვა, როდესაც სმარტფონების, ტაბლეტებისა და Xbox-ისთვის შექმნილმა ვერსიებმა მოთამაშეთა ახალი თაობა მოიზიდა.
ამ დროისთვის მას თვეში 56 მილიონი მოთამაშე ჰყავს, რაც მას Minecraft-ზე წინ აყენებს.
Roblox-ის პლატფორმა ღიაა. ყველა ადამიანს ვისაც თამაშის შექმნის უნარი აქვს, პლატფორმის შესაბამისად გამოყენება შეუძლია. ღიაობის პრინციპი გავლენას ახდენს თამაშების განუსაზღვრელ მრავალფეროვნებაზე, რომელსაც პლატფორმა თავის მომხმარებელს სთავაზობს.
ბალფანზთან და Roblox-ის სხვა დეველოპერებთან საუბრისას ცხადი გახდა, რომ უმეტესი მათგანი, ვინც მომავალში პლატფორმისთვის თამაშებს ქმნის, ადრეულ ასაკში ვიდეო თამაშებისადმი დაინტერესებას გამოხატავდა ან თავად თამაშობდა.
მაგალითად, შეგვიძლია 18 წლის ენდრიუ ბერეზას ისტორიაც მოვიყვანოთ, რომელიც მამასთან ერთად, ნიუ ჯერსიში ცხოვრობს. მან Roblox-ის პლათფორმაზე თამაში მცირე ასაკიდან დაიწყო, როდესაც წამოიზარდა, დიზაინითა და პროგრამირებით დაინტერესდა. მოგვიანებით, თავისი პირველი თამაშები შექმნა. დღეს ის ცნობილია, როგორც Miner's Haven-ის შემქმნელი. თამაში პირველად 2015 წლის ივნისში გამოვიდა და რეიტინგს ამ დრომე ინარჩუნებს. ბერეზას თქმით, მას უკვე სათვალავი აერია რამდენი ფული იშოვა თამაშის შექმნით, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლის სრულად დასაფინანსებლად.
მკითხველის კომენტარები
(0)