
ავტოპილოტზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვითარდება და სულ უფრო პოპულარული ხდება. გამონაკლისი არც ჩინეთი გახდა. პროვინცია შანდუნის ქალაქ ცინდაოს ქუჩებში მსოფლიოში პირველი უპილოტო ტრამვაი გამოჩნდა.
მისი ვაგონები 380 მგზავრს იტევს, ტრამვაი 70 კმ/სთ სისწრაფეს ავითარებს, მისი სიგრძე 35 მეტრი, სიგანე კი - 2,6 მეტრია. ტრანსპორტის მართვა გადაადგილების ინტელექტუალური სისტემის საშუალებით ხდება, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს მოძრაობის სიჩქარეს და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას აჩქარებისა თუ დამუხრუჭების შესახებ. როგორც გამოცემა China Daily-ს ტრამვაის შემქმნელებმა განუცხადეს, მათ მიერ შექმნილი "ტრამვაის ტვინი" არა მხოლოდ ტრამვაების ეფექტურობას გაზრდის, არამედ მათ უსაფრთხოებასაც გააუმჯობესებს.
როდის გახდება ასეთი ტრავმაების გამოშვება სერიული, ჯერჯერობით უცნობია - ახლა ტრავმაი ქალაქის ქუჩებში ტესტირებას გადის, ასე რომ ჩვეულებრივი ტრამვაების მასობრივ ჩანაცვლებამდე ჯერ ძალიან შორია.