
ჯერ კიდევ ზაფხულში SpaceX-სა და Tesla-ს კომპანიების ხელმძღვანელმა ილონ მასკმა, რომელმაც ამერიკის ქუჩების საცობებისგან განტვირთვა განიზრახა, განაცხადა, რომ მიწისქვეშა გვირაბების მის მიერ შემუშავებული გეგმით ყველა აღფრთოვანებულია. საუბარია ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის დამაკავშირებელ გვირაბზე. მისი თქმით, ის შეხვდა მთელ რიგ მაღალჩინოსნებს, რომლებისგანაც მშენებლობაზე სიტყვიერი ნებართვა მიიღო.
დიდი ხნის განმავლობაში ცხადი არ იყო, თუ რას ნიშავდა მშენებლობაზე სიტყვიერი ნებარის მიღება, ახლა კი თეთრი სახლის მრჩეველმა რიდ კორდიშმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა. კორდიშმა განმარტა, რომ ილონ მასკმა მაღალჩინოსნების სიტყვები არასწორად გაიგო, მიიღო რა მათი დაინტერესება და მოწონება, როგორც რთული მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარების ნებართვა.
თეთრი სახლის მიერ ოფიციალური განცხადების გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტებმა ილონ მასკს კომენტარისთვის მიმართეს, თუმცა ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელი საკითთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დუმს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რეალურად, არც ისე მნიშვნელოვანია სწორად გაიგო თუ არა მასკმა ჩინოვნიკების ნატქვამი, რადგან, როგორც წესი, შემდგომი სამუშაოებისთვის, რომლებსაც კომპანია The Boring Company უკვე ახორციელებს, ილონ მასკს ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების წარმოება და ბევრ საკითზე ნებართვის მიღება დასჭირდება.
ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა პირველი სატესტო გვირაბის ფოტო გამოაქვეყნა, რომლის სიგრძე იმ მომენტისთვის 100 მეტრს აღემატებოდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჯერ კიდევ ზაფხულში SpaceX-სა და Tesla-ს კომპანიების ხელმძღვანელმა ილონ მასკმა, რომელმაც ამერიკის ქუჩების საცობებისგან განტვირთვა განიზრახა, განაცხადა, რომ მიწისქვეშა გვირაბების მის მიერ შემუშავებული გეგმით ყველა აღფრთოვანებულია. საუბარია ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის დამაკავშირებელ გვირაბზე. მისი თქმით, ის შეხვდა მთელ რიგ მაღალჩინოსნებს, რომლებისგანაც მშენებლობაზე სიტყვიერი ნებართვა მიიღო.
დიდი ხნის განმავლობაში ცხადი არ იყო, თუ რას ნიშავდა მშენებლობაზე სიტყვიერი ნებარის მიღება, ახლა კი თეთრი სახლის მრჩეველმა რიდ კორდიშმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა. კორდიშმა განმარტა, რომ ილონ მასკმა მაღალჩინოსნების სიტყვები არასწორად გაიგო, მიიღო რა მათი დაინტერესება და მოწონება, როგორც რთული მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარების ნებართვა.
თეთრი სახლის მიერ ოფიციალური განცხადების გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტებმა ილონ მასკს კომენტარისთვის მიმართეს, თუმცა ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელი საკითთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დუმს.
რეალურად, არც ისე მნიშვნელოვანია სწორად გაიგო თუ არა მასკმა ჩინოვნიკების ნატქვამი, რადგან, როგორც წესი, შემდგომი სამუშაოებისთვის, რომლებსაც კომპანია The Boring Company უკვე ახორციელებს, ილონ მასკს ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების წარმოება და ბევრ საკითზე ნებართვის მიღება დასჭირდება.
ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა პირველი სატესტო გვირაბის ფოტო გამოაქვეყნა, რომლის სიგრძე იმ მომენტისთვის 100 მეტრს აღემატებოდა.
მკითხველის კომენტარები
(1)
მასკი! რას იტყვი ნიუ-იორკი - თბილისის გვირაბზე? (ჩათვალე,რომ ნახევარი საქმე უკვე მოგვარებულია, თბილისის მხარე თანახმაა.)