28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
HI-Tech
29.11.2017 / 06:11
შრიფტის ზომა:

ვინ შექმნა ბითკოინი? - ეს ადამიანი შესაძლოა ილონ მასკი იყოს

სატოში ნაკამოტოს სახელი ბევრისთვის არის ცნობილი. კრიპტოვალუტების შექმნა და გავრცელება სწორედ მის სახელს უკავშირდება.

მაგრამ ვინ ან რა იმალება ამ სახელს მიღმა, არავინ იცის. უცნობია ისიც, არსებობს თუ არა საერთოდ ასეთი ადამიანი, და ისიც, ბითკოინი რომელიმე ერთმა პირმა შექმნა თუ მთელმა ორგანიზაციამ.

ერთ-ერთი ვერსიით, სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმის უკან დუბლინის კოლეჯის კრიპტოგრაფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული მაიკლ ქლერი იმალება. ასეთი ვერსია წარმოადგინა The New Yorker-ის ჟურნალისტმა ჯოშუა დევისმა, რომელმაც ნაკამოტოს ონლაინ-ჩანაწერებში გამოყენებული 80 000 სიტყვა გააანალიზა და დაასკვნა, რომ ეს შეიძლება მაიკლ ქლერი იყოს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კიდევ ერთი "ეჭვმიტანილია" ვილი ლეჰდონვირტი, რომელიც ადრე პერსონალური კომპიუტერებისთვის თამაშებს ქმნიდა, ახლა კი ფინეთში სოციოლოგად მუშაობს. მაიკლ ქლერი და ვილი ლეჰდონვირტი მათი მისამართით არსებულ ყველა "პრეტენზიას" უარყოფენ.

ანალიტიკოსების ნაწილის აზრით კი, კრიპტოვალუტების შექმნა ერთი ძალიან განვითარებული ტვინისთვისაც კი წარმოუდგენლად რთული ამოცანაა. მათი აზრით, ბითკოინი კოლექტიური ნაშრომია და ის სამმა თანამოაზრემ: ნილ კინგმა, ვლადიმერ ოქსმანმა და ჩარლს ბრაიმ შექმნეს. ეს ვერსია პირველად ადამ პენენბერგმა დაასახელა. მან ასევე გააანალიზა ნაკამოტოს ჩანაწერები, მაგრამ ამისთვის Google-ის სისტემა გამოიყენა. პენენბერგმა აღმოაჩინა, რომ ბითკოინის შემქმნელი უნიკალურ სიტყვებს და კინგის, ოქსმანისა და ბრაის მიერ წარმოდგენილ საპატენტო განაცხადს შორის მსგავსება არსებობს.

ასევე, ბოლო დროს მსოფლიო მედიაში ბითკოინის შემქმნელის კიდევ ერთი ვერსია გაისმა. კომპანია SpaceX-ის ყოფილმა თანამშრომელმა საჰილ გუფთამ განაცხადა, რომ ბითკოინი მილიარდერმა ილონ მასკმა შექმნა.

გუფთამ საკუთარი ვერსია გასამყარებლად რამდენიმე არგუმენტი დაასახელა.

მისი თქმით, მასკს არაერთხელ გამოუმჟღავნია საკუთარი ღრმა ცოდნა კრიპტოგრაფიასა და ეკონომიკაში, ხოლო ბითკოინის შექმნისთვის აუცილებელი პროგრამირების ენა C++ SpaceX-ში ძალიან ხშირად გამოიყენებოდა.

ილონ მასკი მსოფლიოსთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს

აღნიშნულ განცხადებას ილონ მასკიც გამოეხმაურა.

"ახლა, როდესაც, სატოში ნაკამოტოს ვინაობა ცნობილია, ვფიქრობ, ეს საკითხი დახურულად უნდა ჩაითვალოს", - განაცხადა მასკმა.

იმის გათვალისწინებით, რომ ვერავინ ამბობს, არსებობდა თუ არა ნაკამოტო საერთოდ, შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს იმის შესახებ, თუ რას საქმიანობს ის ახლა. 2011 წლის 23 აპრილს მან განაცხადა, რომ ახლა სრულიად სხვა საქმეებზე უნდა გადაერთოს.

მკითხველის კომენტარები
(1)

მთიელი
29 ნოემბერი , 2017 18:11

მე რუსეთს ვუკავშირებ. მაგათი ოცნება იყო და არის რომ დოლარზე ძლიერი ვალუტა ჰქონოდათ. მაგრამ ამას არ გაამზელელ თორემ სრული კრახი გამოუვათ

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ვინ შექმნა ბითკოინი? - ეს ადამიანი შესაძლოა ილონ მასკი იყოს | Allnews.Ge