ეკონომიკა
08.02.2016 / 08:02
შრიფტის ზომა:

თბილისის მერიასა და გამგეობებში ერთ თვეში გაცემულმა პრემია-დანამატებმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა

თბილისის მერიასა და გამგეობებში ერთ თვეში გაცემულმა პრემია-დანამატებმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა

2015 წლის დეკემბერში თბილისის მერიასა და გამგეობებში გაცემულმა პრემია-დანამატებმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ საუბარია მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაში, რომელსაც გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს.

"მედიატორის" მიერ დედაქალაქის მთავრობიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის დეკემბერში თბილისის მერიაში 1 108 279 ლარის ოდენობის პრემია, 190 463 ლარის ოდენობის დანამატი გაიცა, რაც ჯამში, 1 298 742 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება გამგეობებს, იმავე პერიოდში პრემია 784 575 ლარის პრემია, 115 415 ლარის დანამატი გაიცა, რაც ჯამში, 899 990 ლარია. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ერთ თვეში მერიასა და გამგეობებში პრემია-დანამატის სახით 2 198 732 ლარი გაიცა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

უფრო კონკრეტულად კი, 2015 წლის დეკემბერში თბილისის ვიცე მერმა ლაშა აბაშიძემ პრემიის სახით 2360 ლარი, ხოლო დანამატის სახით 3050 ლარი მიიღო. მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ 2240 ლარის ოდენობის პრემია და დანამატი 3360 ლარის ოდენობის დანამატი აიღო; მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე პრემია - 2240 ლარი, დანამატი - 3360 ლარი; მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი პრემია - 2240 ლარი, დანამატი - 3360 ლარი; მერის მოადგილე ხელაია პრემია - 2240 ლარი, დანამატი - 3360 ლარი; ადმინისტრაციის უფროსი ჯაჭვლიანი პრემია - 2 120 ლარი, დანამატი – 3180 ლარი; მერიის ადმინისტრაცია პრემია - 199 560 ლარი, დანამატი - 46 620 ლარი; მერიის საქალაქო სამსახურების უფროსი პრემია - 2080 ლარი, დანამატი - 2600 ლარი. აქედან გამომდიმარე, 13 საქალაქო სამსახურის უფროსის პრემიამ ჯამში 27 040 ლარი, დანამატმა 35 060 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება გამგებლებსა და მის მოადგილეებს, "მედიატორის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გამგებლის პრემიამ 2080 ლარი, ხოლო დანამატმა 2600 ლარი შეადგინა. მოადგილემ პრემიის სახით 1440 ლარი, დანამატის სახით კი 1800 ლარი მიიღო. შესაბამისად, 10 გამგებლის პრემიამ 20 800 ლარი, დანამატმა 26000 ლარი, 30 მოადგილის პრემიამ 43 200, ხოლო დანამატმა 54 000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება კონკრეტულ გამგეობებს, "მედიატორის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ნაძალადევის გამგეობაში პრემიის სახით 89 680 ლარი, ხოლო დანამატი 12 000 ლარი გაიცა; საბურთალოს გამგეობაში კი პრემია - 75 520 ლარი, დანამატი - 12000 ლარი; დიდუბის გამგეობა პრემია - 68 560 ლარი, დანამატი -12000 ლარი; ვაკის გამგეობა პრემია - 72 000 ლარი, დანამატი - 8 855 ლარი; სამგორის გამგეობა პრემია - 84 480 ლარი, დანამატი - 12000 ლარი; გლდანის გამგეობა პრემია - 76 920 ლარი, დანამატი 12000 ლარი; ისნის გამგეობა პრემია - 98 025 ლარი, დანამატი - 12000 ლარი; კრწანისის გამგეობა პრემია - 67 550 ლარი, დანამატი - 10 560 ლარი, ჩუღურეთის გამგეობა პრემია - 64 680 ლარი, დანამატი 12 000 ლარი; მთაწმინდის გამგეობა პრემია - 84 160 ლარი, დანამატი - 12000 ლარი.

ამასთან, მედიატორის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, ისნისა და კრწანისის გამგეობებში დეკემბრის განმავლობაში პრემია-დანამატები ორჯერ გაიცა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორი იქნება მომავლის მანქანები | Allnews.Ge

როგორი იქნება მომავლის მანქანები

მფრინავი და ავტოპილოტზე მომუშავე მანქანები საზოგადოებისთვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა დღეს წარმოებულ მანქანებში ბევრი უახლოესი ტექნოლოგია რეალიზებულია.

სულ უფრო მეტი ავტომწარმოებელი ცდილობს მანქანათმშენებლობისას ისეთი ინოვაციები დანერგოს, რაც მანქანების ტარების პროცესს გაამარტივებს და უფრო სასიამოვნოს გახდის.

1. მანქანა, რომელიც ხედავს

ადამიანი გადაადგილების უსაფრთხოებაზე ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არ არის, რადგან ის უკვე აღარ არის ერთადერთი, ვისაც გზის დანახვა შეუძლია. თანამედროვე მანქანები აღჭურვილია სენსორებითა და კამერებით. მანქანაში ჩამონტაჟებული კომპიუტერის მეშვეობით კამერა საგზაო ნიშნების იდენტიფიცირებას ახდენს, სიჩქარესთან დაკავშირებულ ლიმიტებს აწესებს და მანქანაც შესაბამისად რეაგირებს. გარდა ამისა, კამერები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ავტოპილოტის სისტემის ფუნქციონირებისას.

ავტომობილები, რომლებსაც ყველაზე მეტი საწვავი სჭირდება

2. ავტოპილოტის საწყისი ეტაპი

ქუჩებში მძღოლის გარეშე მოსიარულე მანქანების გამოჩენამდე რამდენიმე წელი გვაშორებს. თუმცა, რამდენიმე ავტომწარმოებელმა პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. მაგალითად, "ტესლას" საჭის ავტომატური მოძრაობისა და საგანგებო გაჩერების უნარი აქვს. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ფეხით მოსიარულეს ვერ ხედავს, მანქანა გაჩერების გადაწყვეტილებას თავად იღებს. აღსანიშნავია, რომ ავტომობილში 8 კამერა, 12 სენსორი და რადარია დამონტაჟებული, რომელსაც ძირითადად გემებისა და თვითმფრინავების შემთხვევაში იყენებენ. Mercedes-Benz-ის, General Motors-ისა და Volvo-ს უკანასკნელი მოდელები სწორედ ამ სისტემაზე მუშაობენ.

3. დამხმარე პარკირებისას

ავტომწარმოებლებს პარკირებასთან დაკავშირებული სირთულეების მინიმუმამდე დაყვანა სურთ. ავტომწარმოებლები დროთა განმავლობაში მომხმარებლებს სხვადასხვა დამხმარე სისტემას სთავაზობდნენ, რომლებიც პარკირების პროცესს ამარტივებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, "ტესლა" და BMW უფრო შორის წავიდნენ. ამ მანქანის მფლობელს პარკირების დროს ავტომობილში ყოფნა არ ევალება. ამ ავტომობილების მძღოლებს შეუძლიათ გარეთ იდგნენ და პროცესი გადამცემი პულტის საშულაბეით არეგულირონ.

4. საქარე მინაზე არსებული დისპლეი

ეს სიახლე განსაკუთრებით იმ მძღოლებს გაახარებთ, რომლებსაც გზისთვის თვალის მოშორება აშინებთ. საქარე მინაზე განთავსებული დისპლეის წყალობით, მძღოლს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია სიჩქარესა და ნავიგაციაზე ისე, რომ გზას თვალი არ მოაშოროს.

5. ჰიბრიდული ტექნოლოგია

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჰიბრიდული ავტომობილები დროთა განმავლობაში გაქრება, რადგან ჩვენ ელექტრომობილებისკენ ვისწრაფვით. მაგრამ საწვავის დაზოგვის სურვილის პარალელურად, ვფიქრობთ, ჰიბრიდი აქტუალურობას შეინარჩუნებს. სიახლე ის იქნება, რომ ახალი ჰიბრიდული მანქანები მცირე ზომის ბატარეების წყალობით გაცილებით იაფი იქნება. საქმე ისაა, რომ ამ მცირე ზომის ბატარეებს იმის უნარი არ ექნებათ, რომ დამოუკიდებლად ამუშაონ ავტომანქანა, თუმცა ექნებათ შესაძლებლობა, გარკვეული ბიძგის მისცენ ძრავს, რაც საწვავის მნიშვნელოვნად დაზოგვის საშუალება იქნება. 2018 წელს ჩვენ ამ სისტემაზე მომუშავე Jeep Wrangler-ს ვიხილავთ.

6. სმარტფონი საჭეზე

სმარტფონების ბევრი ინოვაცია მანქანებში სულ უფრო აქტიურად ინერგება. Apple CarPlay და Android Auto განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ. გასართობ-ინფორმაციული სისტემა ამჟამად ავტომანქანების 600-მდე მოდელშია ხელმისაწვდომი. აღნიშნული სერვისი მძღოლს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთოს ყველაფერი, რასაც სამარტფონის შემთხვევაში გააკეთებდა, მაგალითად დარეკავდა ან შეტყობინებას წაიკითხავდა.