
ფუტურისტულ სახლში ყავის მადუღარა, ყავის მოხარშვის საუკეთესო ტემპერატურას თქვენ მიერ სმარტფონით ატვირთული ფოტოს საშუალებით გაიგებს, სარეცხის მანქანა კი ტანსაცმლის იარლიყის დასკანერებას და მასზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვას შეძლებს, ხოლო კონდიციონერი მომსახურების განრიგს თავად შეადგენს. ასე გამოიყურება მომავალი, რომელსაც Gartner-ის თქმით, ჩვენი მოწყობილობების ე.წ ინტერნეტიზაცია, ანუ საერთო ქსელში ჩართვა უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ამ ქსელის საშუალებით ყველა ტექნოლოგიური მოწყობილობა ერთმანეთს მონაცემებს გაუცვლის.
IT-ლიდერებს მოუწევთ საკუთარი ციფრული სტრატეგია ისე დაარეგულირონ, რომ ტექნოლოგიურ წინსვლას ფეხი აუწყონ და ადაპტირება მოახერხონ.
1. ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, ვიდრე გააქრობს
2018 წელს და შემდეგაც ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, ვიდრე დაიკავებს. მაგალითად, 2020 წლისთვის ხელოვნურ ინტელექტს შექმნილი ექნება 2,3 მილიონი სამუშაო ადგილი მაშინ, როდესაც მხოლოდ 1,8 მილიონ ადგილს დაიკავებს
2. ნივთების ე.წ ინტერნეტიზაცია
აღნიშნული პროცესი 2018 წლიდან ფეხს მოიკიდებს, თუმცა, უკვე 2020 წლისთვის ციფრული მოწყობილობების 95% საერთო ქსელში ჩაერთვება, რომელიც მათ მონაცემების გაცვლის და სხვადასხვა ტექნიკური ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულების შესაძლებლობას მისცემს.
3. მომხმარებლები ვიზუალურ და ხმოვან ძებნას უპირატესობას მიანიჭებენ
Gartner-ის ინფორმაციით, იმ კომპანიების შემთხვევაში, რომლებიც სწრაფად მოახერხებენ საკუთარი ვებ-საიტების რედიზაინს, ისე რომ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ვიზუალური და ხმოვანი ძიება, ციფრული კომერციული შემოსავალი 30%-ით გაიზრდება.
4. ცრუ ინფორმაციების რაოდენობა გაიზრდება
შემდგომ წლებში მცდარი ახალი ამბების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ კომპანიებს მოუწევთ დაკვირვება აწარმოონ მათი კომპანიების შესახებ გავრცელებულ ამბებზე და იმაზე თუ რა კონტექსტშია ესა თუ ის კომპანია ნახსენები. შესაბამისად, კომპანიების ხელმძღვანელებს მოუწევთ შეიმუშაონ ისეთი მყარი სტრატეგია, რომელიც მათ რეპუტაციას ამ მცდარი ინფორმაციის ნაკადის პირობებშიც დაიცავს.
5. ციფრული გიგანტები საკუთარი თავის განადგურებას დაიწყებენ
2020 წლისთვის 7-დან 5 ციფრული გიგანტი საკუთარ თავს მომავალი პერსპექტივისთვის გაანადგურებს. აქ ერთი პრობლემა ის არის რომ ციფრული გიგანტები, ისეთები როგორიც Apple, Facebook და Google-ია იმდენად სწრაფად ვითარდებიან, რომ ძნელი წარმოსადგენია კიდევ რა ტექნოლოგიური აღმოჩენა შეიძლება გააკეთონ, თუმცა იდეა შემდგომში მდგომარეობს, მაგალითად, Apple-მა MP3-ის წარმოება ფაქტობრივად გაანადგურა, როდესაც iPhone-ი გამოუშვა. რა თქმა უნდა, iPhone-ის გამოშვებით iPod-იდან მიღებული შემოსავალი შემცირდა, თუმცა ამან iPhone-ს განვითარების და ბევრი სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობის ჩანაცვლების შესაძლებლობა მისცა, როგორიც არის კამერა, პლეიერი და სხვა.
6. კრიპტოვალუტის ლეგიტიმაცია
2020 წლისთვის საბანკო ინდუსტრია ბლოკჩეინზე დაფუძნებული კრიპტოვალუტის გამოყენებით 1 მილიარდ დოლარს მიიღებს. რა თქმა უნდა, საბანკო ინდუსტრიაში არსებული 7,6 ტრილიონ დოლართან შედარებით ეს თანხა უმნიშვნელოდ ჟღერს, თუმცა ეს კრიპტოვალუტის ლეგიტიმაციის ხელშეწყობა იქნება.