
გუშინ, "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებმა, ტელეკომპანიის მფლობელების მიერ შეთავაზებული წინადადება განიხილეს.
"თანამშრომლების მოსაზრებით და გადაწყვეტილებით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და უნდა შეიქმნას შპს "რუსთავი 2 ჩემია".
კოლექტივმა ტელეკომპანიის ყველა დეპარტამენტიდან აირჩია წარმომადგენელი აღნიშნულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, მათ შორის ყველაზე დიდია ჟურნალისტების ჯგუფი", - ნათქვამია "კურიერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"რუსთავი 2"-ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები განცხადებას ავრცელებენ
გუშინ გამართულმა დებატებმა, ტელეკომპანიის ზოგიერთი თანამშრომლის გაღიზიანება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, ნიკა გვარამია განმარტებას აკეთებს:
"ქრონოლოგია იყო ასეთი:
1. შემოგვთავაზეს (საკუთარი ინიციატივით) რ2ის დაყადაღებული 40%, რომლის გადმოცემა ყადაღის მოხსნის შემთხვევაშიც იურიდიულად შეუძლებელია (მოითხოვს 9%ის მფლობელის თანხმობას, რომელიც ხელისუფლების თამაშშია ჩაბმული და არც ერთ ვითარებაში ამგვარი თანხმობა არ გაუცია)
2. ვუპასუხეთ უარიათ და ვითხოვეთ (და არა მოვითხოვეთ) შპს საქართველო, თუ დამფუძნებლებს ქონდათ რეალური, და არა თვალის ასახვევი სურვილი კოლექტივი ჩაერთოთ პროცესებში)
3. პასუხად შემოგვთავაზეს შპს საქართველოს 51%
4. ვუპასუხეთ თანხმობით და შევთავაზეთ ფორმა - შპს რუსთავი 2 ჩემია, კოლექტივის ფართო ჩართულობით, რისი დემონსტრირება მოხდა ეთერში. შპს იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ცალკეული პირების წილებზე ნადირობა და გადაბირება (ანუ, ისევ თვალის ასახვევ შეთავაზებასთან არ გვქონოდა საქმე)
5. პასუხად მივიღეთ - ცუდად გააშუქეთ ჩვენი შეთავაზება, არავითარი შპს, კოლექტივთან ვიწყებთ მოლაპარაკებებსო ("ცუდად გაშუქება" არ შეესაბამება სინამდვილეს)
დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ წერილი გამოაქვეყნეს
ძვირფასო დამფუძნებლებო:
მოელაპარაკეთ ვისაც და რა ფორმითაც გნებავთ. კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით. აწი ვისაც გნებავთ იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობითაც გნებავთ. გნებავთ, საერთოდ ნუ გადასცემთ ნურავის ნურაფერს. ჩვენ არ გამოვსულვართ თავდაპირველი მოთხოვნით, გინდა თუ არა, რამე გადმოგვეცითთქო. ღიად მივიღეთ ეს შემოთავაზება და ღიად ჩავებით დისკუსიაში.
ამ დისკუსიაში წარმოვაჩინეთ ერთი მკაფიო პოზიცია - წილების გადმოცემა თვალის ასახვევად, რომ კოლექტივი წყვეტს ამიერიდან ყველაფერს, არ გამოვა. არ ვაპირებთ ლეღვისფოთლობას. ადამიანების დახარბება და კოლექტივში ბზარის შეტანა რაღაც მითიური დივიდენდებით და ჩემი ხელფასის და ვინ რა პრემია მიიღო, იმის ყველასთვის მოყოლით, არის ძალიან ცუდი საქციელი და ამაზე უარესს ნორმალური ბიზნესმენი და მენეჯმენტზე ელემენტარული წარმოდგენის მქონე ადამიანი, ვერ გააკეთებს.
საბოლოო ჯამში, ვერც მე და ვერც ბევრი რ2ელი, საერთოდ ვერ ვხვდებით, რა განზრახვით დაიწყეს ეს ყველაფერი ძმებმა ყარამანიშვილებმა ისე, რომ ისიც არ გვაცალეს, სტრასბურგის გამარჯვება გვეზეიმა. ეს გამოცანად რჩება, ისევე, როგორც ამ შემოთავაზებების მიზანი.
გამოუცნობ კითხვად რჩება, სამი წელი რომ კიევიდან ფეხს ვერ დგამდა დაპატიმრების შიშით (და ეს შიში სრულიად ლეგიტიმური იყო. მესაკუთრე კი არა, დირექტორი ვარ და ყველაფერზე საქმე აღმიძრეს, მათ შორის, სააკაშვითან საუბრებზე, რომელიც ყარამანიშვილს ჩემზე ოცჯერ მეტი ექნება, სიტყვა რევოლუციის ან ბარიკადის ერთხელ მაინც მოხსენიებით, ვეჭვობ), ის კაცი უცაბედად როგორ აღმოჩნდა თბილისში უზენაესის გადაწყვეტილების წინა დღით, სად გაქრა მისი დაპატიმრების რისკი, თუნდაც უკრაინულ ვიკილიქსზე საგანგებოდ გამოდებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე და რაში დაჭირდა კოლექტივში ამგვარი ტექტონიკური ძვრების შეტანა?" - წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ ძმები ყარამანიშვილები მზად არიან "რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი "საქართველოს" წილის 51% კოლექტივს გადასცენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჯეფ რეიმონდი ჯერ კიდევ ელოდება ზარს ნასასგან, რათა მარსის ექსპედიციაში მონაწილეობა მიიღოს. ვერ იტყვი, რომ ის ამ ექსპედიციისთვის არ გამოდგება: 38 წლისაა, თანაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი ინჟინერია. მაგრაცმ, რაც ყველაზე მთავარია, ის სიამოვნებით ახორციელებს პროექტს, რომელიც, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს მარსზე.
ერთ წელზე მეტია რეიმონდი და მისი მეუღლე სახლის უკანა ეზოში სრულად ფუნქციონირებად და დამოუკიდებელ "მარსის საცხოვრებელს" ქმნიან. მათ აღნიშნული პროექტის განხორციელებისას, დაახლოებით, 200 ათასი დოლარი დახარჯეს, თუმცა საცხოვრების დასრულებისთვის დამატებითი ფინანსები ჯერ კიდევ სჭირდებათ.
ჯეფ რეიმონდი რაღაცით მეტ დეიმონს ჰგავს ფილმიდან "მარსელი"- მეუღლესთან ერთად საკვები ნივთიერებებით მდიდარი ბოსტნეული მოჰყვას, რომლემაც, როგორც ის მიიჩნევს, ერთ დღეს, საცხოვრებლის მშენებლობაზე გაწეული ხარჯები უნდა აანაზღაუროს.
მაგრამ ნასა-ს რეიმონდისთვის სასურველი ზარი ჯერ არ განუხორციელებია.
"მინდა, რომ ერთ დღეს მოვიდნენ და ნახონ, რითი ვართ აქ დაკავებულები. მარსზე ყველა ადამიანის საკვებით უზრუნველყოფა ძალიან რთული იქნება. ამასთანავე, არსებობს კიდევ ბევრი სხვა კითხვა, თუმცა მე მზად ვარ, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, ნებისმიერი დახმარება გავუწიო მათ"- ამბობს რეიმონდი.
ნასა-მ მშვენივრად იცის იმ პრობლემების შესახებ, რაც მარსზე საკვები პროდუქტების მოყვანასთან არის დაკავშირებული და ბევრ ექსპერიმენტს ატარებს კოსმოსური ფერმების შექმნისთვის. თუმცა რეიმონდი მიიჩნევს, რომ ნასა-მ ამ საკითხში ფერმერებს უნდა მოუსმინოს, ვისაც დიდი გამოცდილება აქვთ აღნიშნულ სფეროში.
რეიმონდის ინტერესი მხოლოდ წითელ მიწაზე მოსავლის მოყვანასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებით არ შემოიფარგლება, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ის სულ უფრო მეტად ინტერესდება იმით თუ როგორ შეიძლება ცხოვრება ქსელს მიღმა და თვითმყოფად სახლს აშენებს თავისი სახლის უკანა ეზოში, ვაშინგტონში. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მარსისთვის განკუთვნილი საცხოვრებელის შენება საკმაოდ რთული აღმოჩნდა და ინჟინერს მისი რამდენჯერმე გადაკეთებაც მოუხდა.
მკითხველის კომენტარები
(0)