HI-Tech
04.01.2018 / 10:01
შრიფტის ზომა:

რა უნდა იცოდეთ თუ "ფეისბუქში" ხშირად აკეთებთ ტესტებს?

ინტერნეტში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება გასართობი ონლაინ-ტესტები, რომლებიც "ფეისბუქით" ავტორიზაციას მოითხოვს. ის არ ითხოვს ლოგიკურ აზროვნებას და კითხვებზე პასუხს. მხოლოდ ერთი "კლიკით", ამოგიგდებთ ამა თუ იმ შედეგს. ასეთი ტიპის ტესტები "ფეისბუქისგან" დამოუკიდებელი, ცალკე პროგრამაა, რომელიც თქვენი პირადი პროფილის ინფორმაციას აანალიზებს და შემდეგ იძლევა რაღაც რეზულტატს.

იმისთვის, რომ პროგრამა-ტესტმა შეძლოს, წაიკითხოს ის, რასაც თქვენ "ფეისბუქზე" წერთ, ჯერ ნებართვას გთხოვთ. მსგავსი ტესტები ჩაშვებულია იმისათვის, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია მოაგროვოს. ტესტის ავტორებს ეძლევათ წვდომა თქვენს ფოტოებთან, მეგობრების სიასთან და პირად ინფორმაციასთან.

დაცულია თუ არა ჩვენი მიმოწერა Facebook მესენჯერში?

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რა ინფორმაციას იღებენ ასეთი ტესტებით:

- სახელი, პროფილის ფოტო, ასაკი, სქესი, დაბადების დღე და სხვ.

- მეგობრების სია;

- ყველაფერი, რაც ოდესმე გამოგიქვეყნებიათ;

- ყველა თქვენი ფოტო და ყველა ის ფოტო, რომლებზეც "დაგთაგეს";

- განათლება;

- საცხოვრებელი ქალაქი;

- რაც ოდესმე "დაგილაიქებიათ", ყველაფრის სრული სია;

- IP მისამართი;

- რა მოწყობილობით იყენებთ "ფეისბუქს" (ინფორმაცია მოწყობილობაზე, ბრაუზერსა და ენის პარამეტრებზე).

მაგალითად, ტესტი სათაურით: "ვინ არის შენი საუკეთესო მეგობარი" - ითხოვს წვდომას თქვენს პირად შეტყობინებებთან. კითხულობს და ასახელებს იმას, ვისაც ყველაზე ბევრს (ხშირად) სწერთ. თქვენ აძლევთ წვდომას არა მარტო იმ მესიჯებზე, რომლებსაც თავად აგზავნით, არამედ იმაზეც, რომლებსაც პასუხად იღებთ. შეგროვებული ბაზა (Log in-ების და პაროლების) იყიდება.

რა უნდა გავითვალისწინოთ თუ სახლში Wi-Fi გვაქვს და როგორ დავიცვათ კიბერ ჰიგიენა

"ფსიქოლოგიური" ტესტების შედეგები შემთხვევითია და არა ასტროლოგიური პროგნოზი. უბრალოდ, იქ წერია ის, რისი მოსმენაც ყველას ესიამოვნება. თქვენ ვიღაც უცნობებს თქვენი და თქვენი მეგობრების პირადი ინფორმაციით ამარაგებთ და სანაცვლოდ, შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ სისულელეს იღებთ.

ასეთ ტესტებს ძალიან ბევრი კომპანია აკეთებს, რადგან კონტენტის ყველაზე პოპულარული სახეა, რომელსაც მომხმარებლები "ფეისბუქზე" აზიარებენ.

როგორ დავიცვათ პირადი მიმოწერები "ფეისბუქზე"

ერთ-ერთი ასეთი კომპანიის, Vonvon-ის ხელმძღვანელმა ჩჟონჰვა კიმმა BBC-ის განუცხადა, რომ შეგროვილ ინფორმაციას იყენებს იმისათვის, რომ ტესტი უკეთესი გახადოს. ორგანიზაცია Electronic Frontier Foundation (სან-ფრანცისკო), რომელიც პერსონალური მონაცემების სფეროს უფლებებს იცავს, ადასტურებს, რომ კომპანია Vonvon პასუხისმგებლობით ეკიდება მომხმარებელთა მონაცემების გამოყენებას. ჟურნალისტი პოლ ბიშოპი კი სკეპტიკურად ეკიდება ამ კომპანიის მოტივების გამჭვირვალობის საკითხს:

"რთული დასაჯერებელია, რომ ეს პროგრამები მონაცემებს მარტო იმისთვის აგროვებენ, რომ ტესტები გააუმჯობესონ", - განუცხადა ბიშოპმა BBC-ის. წაიკითხეთ გაგრძელება

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა უნდა იცოდეთ თუ "ფეისბუქში" ხშირად აკეთებთ ტესტებს? | Allnews.Ge