31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
HI-Tech
04.01.2018 / 10:01
შრიფტის ზომა:

ბითკოინის შემდეგ რიპლი - რა უნდა ვიცოდეთ მასზე

ციფრული ვალუტების ბაზარზე, ახალი წლის დადგომისთანავე, მოწინავე სამეულში განლაგება შეიცვალა - კაპიტალიზაციის მაჩვენებლით, მეორე ადგილზე რიპლიმ გადაინაცვლა, რომელმაც უკან ეთერიუმი ჩამოიტოვა.

რიპლი მეორე ციფრული ვალუტაა ბიტკოინის შემდეგ, რომლის კაპიტალიზაციაც 100 მილიარდ დოლარიან ზღვარს ასცდა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტოკიოში ბაზირებული საფინანსო სერვისების კომპანია "SBI ჰოლდინგ", თავის შვილობილ "SBI რიპლ ეიჟასთან" ერთად, გადარიცხვებისას ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებას გეგმავს, რიპლის (XRP) ფასმა მკვეთრი ზრდა დაიწყო და ამჟამად 2.45 დოლარის მიდამოებშია. დღის განმავლობაში ის 2.75 დოლარამდეც კი იყო გაზრდილი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ცნობისათვის, გასული წლის დასაწყისში რიპლის ფასი მხოლოდ 0.006 დოლარი იყო. წლის ბოლოს კი 1.98 დოლარს მიაღწია და ჯამში ზრდამ დაახლოებით 32 000 პროცენტი შეადგინა! შედარებისთვის, 9 000 და 14 000 პროცენტით გაიზარდა ეთერიუმის და ბიტკოინის ფასები.

რიპლი მხოლოდ ციფრული ვალუტა არაა, ეს არის სისტემა, რომელიც საბანკო გადარიცხვებს (როგორც შიდა, ასევე საერთაშრისო) ამარტივებს და აიაფებს. ამის გამო, ის ბანკების დაინტერესებას იწვევს. ამ ვალუტის თავისებურებიდან გამომდინარე, გადარიცხვების შესრულებისას, ის რაოდენობრივად მცირედით კლებულობს (ილევა) და სწორედ ესაა მისი გამოყენების საფასური.

ახალი წელი ზრდით დაიწყო ბიტკოინმაც, თუმცა გასული წლის ბოლო დღეების დანაკარგები მხოლოდ მცირედით აღიდგინა. მის შემდგომ ზრდას აფერხებს ის გარემოება, რომ ბიტკოინით ტრანზაქციები ძალიან ნელა ხორციელდება. ეს კი წარმოშობს კითხვას, რამდენად მოსახერხებელი იქნება ის, როგორც გადახდის საშუალება. ამ ფუნქციის შესრულებაში ბიტკოინს ის გარემოებაც უშლის ხელს, რომ კონსტრუქციული თავისებურების გამო, მისი გადარიცხვები ნელა სრულდება. წაიკითხეთ გაგრძელება

მკითხველის კომენტარები
(7)

55555
10 იანვარი , 2018 15:01

სანამ გავერკვეოდე ბიტკებში და რიპლებში მანამ ერთს გეტყვით:რას ვირეშმაკობთ?თუ არვირეშმაკობთ მაშინ გასაგებ ენაზე დაწერეთ და ახსენით.

********64
10 იანვარი , 2018 02:01

იჭმევა? ვინც გასინჯეთ თქვით რის გემო აქვს? ამბობენ ლეღვის ჩირივითააო, მართალია?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ბითკოინის შემდეგ რიპლი - რა უნდა ვიცოდეთ მასზე | Allnews.Ge