
"ფეისბუქის" აღმასრულებელი დირექტორისა და დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, მისი წლევანდელი გამოწვევებიდან ერთ-ერთი კრიპტოვალუტის შესწავლა და იმის გარკვევაა, თუ როგორ შეიძლება მისი "ფეისბუქის" სისტემაში გამოყენება.
ცუკერბერგის "ფეისბუქის" პოსტში, სადაც 2018 წლის პირად მიზნებზეა საუბარი, მთავარ ამოცანად იმ პრობელემების სისტემიდან აღმოფხვრაა დასახელებული, რაც დაპირისპირების საგანი გახდა. "ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა შეცდომისგან თავის დაცვას, თუმცა ახლა ძალიან ბევრი შეცდომა გვაქვს ჩვენი სისტემის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. თუ ახლა წარმატებას მივაღწევთ, 2018 წელს ბევრად უკეთესად დავასრულებთ" - წერს ცუკერბერგი.
პოსტში ასევე საუბარია ორ ტექნოლოგიურ სფეროზე, რომელთა შესწავლაც სურს ცუკერბერგს 2018 წელს - ესაა შიფრირება და კრიპტოვალუტა. მისი თქმით, ორივე ძალაუფლების დეცენტრალიზაციას უწყობს ხელს, რაც დადებითი ფაქტორია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ცუკერბერგს ბევრი არ უსაუბრია "ფეიქბუქის" პოსტში. მაგალითად არ უთქვამს, რომ კომპანია გადახდის საშუალებად ბიტკოინს დაამატებს, თუმცა ზემოთ აღნიშნული მისი ნაბიჯი აჩვენებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კომპანია ტექნოლოგიის ამ სიახლეს დიდ ყურადღებას აქცევს.
მისი თქმით, დღეს ძალიან ბევრს სჯერა, რომ ტექნოლოგიური განვითარება მხოლოდ ძალაუფლების ცენტრალიზაციას უწყობს ხელს.
"თუმცა, არსებობს ამ ტენდენციის საწინააღმდეგო ნიშნები - მაგალითად შიფრირება და კრიპტოვალუტა. ისინი ძალაუფლებას ცენტრალიზებული სისტემებიდან მოსახლეობის ხელში აბრუნებენ. ამავდროულად, არსებობს იმის რისკი, რომ ამ ორის გაკონტროლება ძალიან ძნელია. მე დაინტერესებული ვარ ჩავუღრმავდე და შევისწავლო მოცემული ტექნოლოგიების დადებითი და უარყოფითი მხარეები და ის თუ როგორ გამოვიყენოთ ისინი შემდეგ ჩვენს მომსახურებაში", - დაწერა ცუკერბერგმა "ფეისბუქზე". წაიკითხეთ გაგრძელება
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ფეისბუქის" აღმასრულებელი დირექტორისა და დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, მისი წლევანდელი გამოწვევებიდან ერთ-ერთი კრიპტოვალუტის შესწავლა და იმის გარკვევაა, თუ როგორ შეიძლება მისი "ფეისბუქის" სისტემაში გამოყენება.
ცუკერბერგის "ფეისბუქის" პოსტში, სადაც 2018 წლის პირად მიზნებზეა საუბარი, მთავარ ამოცანად იმ პრობელემების სისტემიდან აღმოფხვრაა დასახელებული, რაც დაპირისპირების საგანი გახდა. "ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა შეცდომისგან თავის დაცვას, თუმცა ახლა ძალიან ბევრი შეცდომა გვაქვს ჩვენი სისტემის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. თუ ახლა წარმატებას მივაღწევთ, 2018 წელს ბევრად უკეთესად დავასრულებთ" - წერს ცუკერბერგი.
პოსტში ასევე საუბარია ორ ტექნოლოგიურ სფეროზე, რომელთა შესწავლაც სურს ცუკერბერგს 2018 წელს - ესაა შიფრირება და კრიპტოვალუტა. მისი თქმით, ორივე ძალაუფლების დეცენტრალიზაციას უწყობს ხელს, რაც დადებითი ფაქტორია.
კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ცუკერბერგს ბევრი არ უსაუბრია "ფეიქბუქის" პოსტში. მაგალითად არ უთქვამს, რომ კომპანია გადახდის საშუალებად ბიტკოინს დაამატებს, თუმცა ზემოთ აღნიშნული მისი ნაბიჯი აჩვენებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კომპანია ტექნოლოგიის ამ სიახლეს დიდ ყურადღებას აქცევს.
მისი თქმით, დღეს ძალიან ბევრს სჯერა, რომ ტექნოლოგიური განვითარება მხოლოდ ძალაუფლების ცენტრალიზაციას უწყობს ხელს.
"თუმცა, არსებობს ამ ტენდენციის საწინააღმდეგო ნიშნები - მაგალითად შიფრირება და კრიპტოვალუტა. ისინი ძალაუფლებას ცენტრალიზებული სისტემებიდან მოსახლეობის ხელში აბრუნებენ. ამავდროულად, არსებობს იმის რისკი, რომ ამ ორის გაკონტროლება ძალიან ძნელია. მე დაინტერესებული ვარ ჩავუღრმავდე და შევისწავლო მოცემული ტექნოლოგიების დადებითი და უარყოფითი მხარეები და ის თუ როგორ გამოვიყენოთ ისინი შემდეგ ჩვენს მომსახურებაში", - დაწერა ცუკერბერგმა "ფეისბუქზე". წაიკითხეთ გაგრძელება
მკითხველის კომენტარები
(0)