იაპონელი ასტრონავტი კოსმოსში ყოფნის პერიოდში სიმაღლეში 9 სანტიმეტრით გაიზარდა
იაპონელი ასტრონავტი ნორისიგე კანაი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ყოფნის პერიოდში სიმაღლეში 9 სანტიმეტრით გაიზარდა. ამის შესახებ მან "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.
"დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანი შეტყობინება მაქვს. მე სამედიცინო შემოწმება გავიარე და აღმოჩნდა, რომ ჩემი სიმაღლე 9 სანტიმეტრით გაიზარდა. ასეთი ზრდა 3 კვირაში დავაფიქსირე. მსგავსი რამ სკოლის პერიოდის შემდეგ არ მომხდარა და ახლა იმაზე ვდარდობ, დავეტევი თუ არა კოსმოსური ხომალდის დასაჯდომზე", - დაწერა კანაიმ.
იაპონიის აეროკოსმოსური კვლევების სააგენტოს განცხადებით, კოსმოსში გრავიტაციის არარსებობის გამო ადამიანი სიმაღლეში დაახლოებით 1-2 სანტიმეტრით იზრდება.
"9 სანტიმეტრით გაზრდის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადეს იაპონიის აეროკოსმოსური კვლევების სააგენტოში.