31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
02.09.2022 / 06:09
შრიფტის ზომა:

საშიშია ჯანმრთელობისთვის- რასთან არ შეიძლება ალკოჰოლიანი სასმელების შერევა?

საშიშია ჯანმრთელობისთვის- რასთან არ შეიძლება ალკოჰოლიანი სასმელების შერევა?

ჭიქა ღვინო ან სირჩა კონიაკი, ერთი შეხედვით, სრულიად უწყინარი რამაა, მაგრამ ზოგჯერ თურმე ისინიც გვიქადიან საფრთხეს. რასთან არ შეიძლება ალკოჰოლიანი სასმელების შერევა და რისგან ჯობს თავის შეკავება ამა თუ იმ ვითარებაში?

მოდი, ერთად გავარკვიოთ.

1. ანტიბიოტიკის ერთი აბიღა დაგრჩათ დასალევი, ავადმყოფობამ უკან დაიხია, თავს მშვენივრად გრძნობთ, მეგობრები კი ამ დროს გასართობად გიხმობენ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სპეციალისტთა უმრავლესობა ამაში საგანგაშოს ვერაფერს დაინახავს - თუ პრობლემა მოგვარებულია და იმუნური ძალების აღდგენაც დასრულებული, ერთი ჭიქა სასმელი ვერაფერს დაგაკლებთ, ოღონდ სასმლის დალევასა და აბის მიღებას შორის აუცილებლად უნდა იყოს, სულ მცირე, 8-საათიანი შუალედი.

2. დილით საძილე ან დამამშვიდებელი წამალი მიიღეთ, საღამოს კი მეგობრებთან შეხვედრა გაქვთ დაგეგმილი.

ამ შემთხვევაში ალკოჰოლის მიღება აკრძალულია, რადგან საძილე და დამამშვიდებელ პრეპარატთან მისმა კომბინაციამ შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგი გამოიღოს. ხშირად ასეთ დროს რეანიმაციული ღონისძიებებიც კი დასჭირვებიათ.

3. სპა-სალონში, მასაჟის შემდეგ, შამპანურს გთავაზობენ.

შამპანური მასაჟის შემდეგ აძლიერებს რელაქსაციურ ეფექტს, ამიტომ შეგიძლიათ მიირთვათ, ოღონდ მასაჟის შემდეგ და არავითარ შემთხვევაში - მანამდე. ისიც გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება მხოლოდ ერთი ჭიქა! თუ გადააჭარბეთ, სპირტი მასაჟის შედეგად გამომუშავებულ ბედნიერების ჰორმონებზე: სეროტონინსა და დოფამინზე - კონტრიერიშს მიიტანს.

4. ხანგრძლივი ფრენისას გსურთ, დაძაბულობა ალკოჰოლით მოიხსნათ?

არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეთ ასე! ხანგრძლივი ავიარეისის თანმხლები დესინქრონოზი ერთობ უსიამოვნო შეგრძნებაა, რომელსაც ალკოჰოლი ნამდვილად ვერ შეგიმცირებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ღამით გიწევთ ფრენა. ამ შემთხვევაში ბიორიტმის არევის გამო ალკოჰოლი ორგანიზმზე სამმაგი ძალით იმოქმედებს და, უპირველეს ყოვლისა, ძილის რეჟიმს აგირევთ.

განაგრძეთ კითხვა

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ქართული კრიპტოვალუტა Golden Fleece | Allnews.Ge

ქართული კრიპტოვალუტა Golden Fleece

Golden Fleece არის ქართული კრიპტოვალუტა, რომელიც ERC20 პლატფორმის ბაზაზეა დაფუძნებული.

Bitcoin PR Buzz-ის ინფორმაციით, ქართული კრიპტოვალუტა, 2017 წლის 5 ნოემბერს თბილისში გამოჩნდა და როგორც ჩანს, მას არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ მსოფლიო გავლენებიც ექნება.

Golden Fleece-ს 40 მილიონი დოლარით ზრდას უწინასწარმეტყველებენ, რის მეშვეობითაც, როგორც ვებგვერდი იუწყება, დაფინანსდება მონაცემთა ცენტრის მშენებლობა, ეს კი გაზრდის შესაძლებლობას, რომ აღნიშნული კრიპტოვალუტა უფრო კონკურენტუნარიანი და მომგებიანი გახდეს.

40 მილიონი დოლარის გამოყენება მოხდება იმისთვის, რომ Mining Rig-ის შექმნა განხორციელდეს (სისტემა, რომელიც კრიპტოვალუტის ბლოკჩეინში ტრანზაქციებს დაამატებს და ამავდროულად, არსებულ სისტემაში ახალ კრიპტოვალუტას გახსნის). Bitcoin PR Buzz-ის ინფორმაციით, პირველ წელს Golden Fleece-სგან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 12 მილიონ დოლარს შეადგენს.

როგორც ვებგვერდი იუწყება, საპილოტე Mining მონაცემთა ცენტრისთვის 400 000$-ის ინვესტირება უკვე განხორციელდა, რომელიც ნაწინასწარმეტყველებ 7%-ს შემოსავლის სახით კიდევ უფრო გაზრდის.