02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ბიტკოინის ფასი 7 000 დოლარამდე დაეცა | Allnews.Ge

ბიტკოინის ფასი 7 000 დოლარამდე დაეცა

ბიტკონის ფასი ვარდნას განაგრძობს. 5 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტაზე ფასმა 7 ათასი დოლარი შეადგინა.

აღნიშნულს ხელი შეუწყო მსოფლიოს წამყვანი ბანკების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა, რომ ისინი კრძალავენ კრიპტოვალუტის შეძენას საკუთარი საკრედიტო ბარათების მეშვეობით.

გუშინ საღამოს მონაცემებით, CoinMarketCap-ის ინფორმაციით, ამ ვალუტის კურსი 15,79%-ით შემცირდა და 7 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო მეორე Coindesk-ის ინფორმაციით, ვარდნამ 15,47% შეადგინა და ფასი 6,9 ათასამდე დაეცა.

როგორც ცნობილია, კვირას საბანკო ჯგუფმა Lloyds Banking Group-მა საკუთარ კლიენტებს აუკრძალა ბიტკოინებისა და მისი ანალოგების შეძენა საკუთარი საკრედიტო ბარათებით.

პარასკევს ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს მსხვილმა ამერიკულმა ბანკებმა JPMorgan Chase-მა, Bank of America-მ და Citigroup-მა.

კოკა კვირკველია

წყარო: bpn.ge