30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

Facebook-ზე ვიზიტორების ნახვა შესაძლებელია | Allnews.Ge

Facebook-ზე ვიზიტორების ნახვა შესაძლებელია

Faceook-ის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ ამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს წარმოდგენა არ აქვთ ვინ ესტუმრა მათ გვერდს. სავარაუდოდ ეს ფუნცია მარკ ცუკერბერგმა განგებ არ დააყენა და არა იმიტომ რომ საკმარისი ფანტაზია არ ეყო. თუმცა მათთვის, ვისაც ცნობისმოყვარეობა კლავს, არსებობს სხვა არაოფიციალური საშუალება ვიზიტორების სანახავად.

ამისთვის, აღნიშნული ფუნქციის ამოქმედების მსურველმა Google Chrome-ის ბრაუზერი უნდა გამოიყენოს. უფრო მარტივი იქნება საძიებოში facebook profile viewer-ს თუ მიუთითებთ და შესაბამის ლინკზე გადახვალთ. თუ საძიებოში ვერ პოულობთ, შეგიძლიათ ჩვენი დახმარება გამოიყეოთ და ლინკზე გადახვიდეთ.

მთავარ გვერდზე დაინახავთ ღილაკს Find out who. ღილაკზე დაკლიკების შემდეგ, ამოგიგდებთ პატარა ფანჯარას, სადაც უნდა მიუთითოთ Add extension.

ამის შემდეგ, უნდა გადახვიდეთ Facebook-ის თქვენს ვოლზე და გადატვირთოთ ის. ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება ახალი გრაფა "ვიზიტორები", მასზე დაკლიკების შემდეგ, შეძლებთ, ნახოთ თუ ვინ ესტუმრა თქვენს გვერდს.

სია, შესაძლოა, არასრულად მოგეჩვენოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ იმ ადამიანების ნახვას შეძლებთ, ვინც ამ პროგრამას თავადაც იყენებს. იმ შემთხვევაში თუ ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილეთ და ფუნქციის გაუქმება გსურთ, მისი წაშლა შესაძლებელია.