07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ამერიკელმა მეცნიერებმა თვალის ხელოვნური ანალოგი შექმნეს | Allnews.Ge

ამერიკელმა მეცნიერებმა თვალის ხელოვნური ანალოგი შექმნეს

ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებულმა ინჟინერიისა და გამოყენებითი მეცნიერების სკოლის მეცნიერებმა ახალი გამოგონება წარმოადგინეს. - მათ ხელოვნური თვალი შექმნეს, რომელიც ბუნებრივი თვალის პრინციპით მუშაობს. აღნიშნულ ინფორმაციას The Harvard Gazeette ავრცელებს. მოწყობილობა ოთხკუთხედი მეტალინზისა და ხელოვნური კუნთისგან შედგება.

"აღნიშნული გამოგონება არა მხოლოდ ოფთალმოლოგიაში გამოდგება, არამედ მისი გამოყენება მიკროსკოპის ლინზისა და მობილური ტელეფონის კამერის მოდერნიზებისთვის."- ამბობს გამოყენებითი ფიზიკის პროფესორი და პროექტის ხელმძღვანელი ფედერიკო კაპასოო.

30 მიკრომეტრის სისქის მქონე მეტალინზის თვისებების მართვა ხელოვნური კუნთის საშუალებითაა შესაძლებელი, რომელიც ლინზას გარშემო ეკვრის ა გამჭირვალე ელექტროდებისა და ელასტიური დიელექტრიული მასალისგან შედგება.