მსოფლიო
07.11.2018 / 11:11
შრიფტის ზომა:

ევროკავშირში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მიდგომას ცვლიან

ევროკავშირში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მიდგომას ცვლიან

მიმდინარე კვირას ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანები არ კარგავენ კომპენსაციის უფლებას გამოუყენებელი შვებულებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ შვებულება არ მოუთხოვიათ.

გერმანიაში მომხდარი ოთხი შემთხვევის განხილვის შემდეგ სასამართლომ უფრო მეტი უფლება მიანიჭა დასაქმებულებს შვებულების დროის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

რა დაადგინა სასამართლომ ?

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

• თანამშრომლები ავტომატურად არ კარგავენ შვებულების დღეებს ან უფლებას რომ მოითხოვონ შვებულების დროის სანაცვლო კომპენსაცია - იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ ეს შვებულება არ მოუთხოვიათ.

• თანამშრომელმა შეიძლება დაკარგოს აღნიშნული უფლება იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი დაამტკიცებს, რომ დასაქმებულს შვებულების აღების საკმარისზე მეტი შესაძლებლობა მისცა.

• დადგენილება განსაკუთრებით ეხებათ იმ თანამშრომლებს, რომელთა კონტრაქტი ამოიწურა ან შეწყდა.

• თუმცა სასამართლომ უარყო თავისი დადგენილების ნებისმიერი ინტერპრეტაცია, რომელიც დასაქმებულებს საშუალებას მისცემდა უარი ეთქვათ შვებულების დღეების გამოყენებაზე იმ მიზნით, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კომპენსაცია უზრუნველეყოთ, სასამართლოს განმარტებით, მსგავსი ქმედება არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას ყოველწლიური ანაზღაურებული შვებულების შესახებ.

• ევროკავშირის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადამიანი ანაზღაურებული შვებულების უფლებას გარდაცვალების შემთხვევაშიც კი არ კარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრები და მემკვიდრეები გამოუყენებელი შვებულების დღეების სანაცვლოდ კომპენსაციას მიიღებენ.

რა იყო ის ოთხი ქეისი, რომელიც სასამართლომ განიხილა

ორ შემთხვევაში საქმე ეხებოდა გარდაცვლილი ადამიანის შვებულების გამოუყენებელ დღეებს. ორი ქვრივი იმ დღეების სანაცვლოდ, რომლებიც მათმა მეუღლეებმა ვერ გამოიყენეს კომპენსაციას ითხოვდნენ. გერმანიის კანონმდებლობით მათ ეს უფლება არ ჰქონდათ.

კიდევ ორ შემთხვევაში ისმოდა კითხვა იწურება თუ არა შვებულების დღეები მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში?

გერმანიაში ლეგალურად მყოფმა სტაჟიორმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ 5 თვის განმავლობაში შვებულება არ აეღო, სანაცვლოდ კომპენსაცია მოითხოვა, დამსაქმებელმა აღნიშნა, რომ მისთვის შვებულების აღება არავის დაუშლია და ამის გამო კომპენსაციის გადახდაზე უარი თქვა.

კიდევ ერთ შემთხვევაში კი Max Planck Society-ის ყოფილ თანამშრომელს 51 დღის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღება სურდა, რომელიც მან 2 წლის განმავლობაში არ გამოიყენა, მის დამსაქმებელსაც ანალოგიური არგუმენტი ჰქონდა.

გერმანული კანონი შვებულების შესახებ

თანამშრომლები, რომლებიც გერმანიაში ხუთი დღის განმავლობაში მუშაობენ, წელიწადში სულ მცირე 20-დღიან შვებულებას აძლევენ, თუმცა ყველაფერი მაინც კონტრაქტზეა დამოკიდებული, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში შვებულება უფრო მეტ დღესაც ითვალისწინებს. გერმანული კანონმდებლობის თანახმად, შვებულების დღეები ერთი წლის განმავლობაში უნდა ამოიწუროს, თუმცა შვებულება შეიძლება ასევე შემოინახო შემდეგი წლისთვის, მაგრამ აუცილებლად უნდა დახარჯო შემდეგი წლის მარტის ბოლომდე. გერმანულ ისევე როგორც ევროკავშირის კანონმდებლობაში გაწერილია, რომ შვებულების გამოუყენებელი დღეების ანაზღაურება არ ხდება ერთი გამონაკლსის გარდა, როდესაც კონტრაქტის შეწყვეტა ხდება. გერმანიის სასამართლო კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ადამიანს გამოუყენებელი შვებულება აუნაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შვებულების შესახებ მათი განცხადება არ დაკმაყოფილდება.

რა მოხდა შემდეგ?

გერმანიის სასამართლომ ევროკავშირის სასამართლოს მიმართა, რათა შვებულებებთან დაკავშირებით ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მითითებები მიეღო. ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ახლა გერმანულ სასამართლოებში დაბრუნდება, სადაც ზემოთ მოყვანილ შემთხვევებთან დაკავშირებით საბალოო განაჩენს გამოიტანენ.

მკითხველის კომენტარები
(2)

სასაცილოააა
31 ოქტომბერი , 2018 10:10

კი მაგრამ ამ ეგრედწოდებულ იმედს ვინმე უყურებს? ტელევიზიაა ქვია ხო მგონი ამას :)))

ნუგო
31 ოქტომბერი , 2018 06:10

აბა თქვენ იცით

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ნახეთ რა იცის "გუგლმა" და "ფეისბუქმა" თქვენზე - ისინი ინახავენ ინფორმაციას, რომელიც წაშალეთ | Allnews.Ge

ნახეთ რა იცის "გუგლმა" და "ფეისბუქმა" თქვენზე - ისინი ინახავენ ინფორმაციას, რომელიც წაშალეთ

თუ გგონიათ, რომ თქვენი პირადი ცხოვრება სხვებისგან დაცულია, ძალიან ცდებით. "ფეისბუქსა" და "გუგლს" თქვენზე აქვს ინფორმაცია, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ.

"გარდიანი" გთავაზობთ ინსტრუქციას, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ნახოთ, რა ინფორმაცია ინახება თქვენს შესახებ.

"გუგლმა" იცის, სად ხართ ნამყოფი

"გუგლი" ინახავს ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ (თუ ჩართული გაქვთ ლოკაციის მაჩვენებელი) ყოველ ჯერზე, როდესაც ტელეფონს ჩართავთ. შეგიძლიათ, ნახოთ ყველა ადგილი, სადაც კი ოდესმე ყოფილხართ მას შემდეგ, რაც ტელეფონზე „გუგლის“ გამოყენება დაიწყეთ.

ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე : google.com/maps/timeline?…

"გუგლმა" იცის ყველაფერი, რაც ოდესმე მოგიძებნიათ, ან - წაგიშლიათ

გუგლი ინახავს ძებნის ისტორიას, შენახულია ყველაფერი რაც ოდესმე ნებისმიერი მოწყობილობიდან მოგიძებნიათ. მონაცემები ინახება იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ მას ისტორიიდან წაშლით, ინფორმაცია, შესაძლოა, სხვა მოწყობილობებზე შეინახოს.

საკუთარი მონაცემების სანახავად გადადით ბმულზე: myactivity.google.com/myactivity

"გუგლმა" იცის ყველა აპლიკაციის შესახებ, რომელსაც ხმარობთ

"გუგლი" ინახავს ინფორმაციას ყველა აპლიკაციის შესახებ, რასაც ხმარობთ. იციან, რამდენად ხშირად იყენებთ მათ, ვისთან სასაუბროდ და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ იციან, ვის ესაუბრებით "ფეისბუქზე", რომელ ქვეყანაში იმყოფება ადამიანი, რომელსაც ელაპარაკებით, რომელ საათზე მიდიხართ დასაძინებლად.

აღნიშნული ინფორმაცია ნახეთ ბმულზე: security.google.com/settings/secur…

"გუგლი" ინახავს თქვენს "იუთუბის" ისტორიას

"გუგლს" შენახული აქვს ყველაფერი, რაც კი ოდესმე "იუთუბზე" გინახავთ, შესაბამისად, შესაძლოა, იცოდნენ თუ შვილს ელოდებით უახლოეს მომავალში, თუ კონსერვატორი ხართ, ქრისტიანი, იუდეველი, მუსულმანი, თუ დეპრესია გაქვთ, ან ანორექსია - "გუგლმა" ყველაფერი იცის.

ნახეთ ინფორმაცია აქ youtube.com/feed/history/s…

მონაცემები, რომელიც "გუგლს" აქვთ თქვენზე, მილიონობით "ვორდის" დოკუმენტს შეავსებს

თქვენ შეგიძლიათ, გადმოწეროთ მთელი ინფორმაცია, რასაც "გუგლი" თქვენზე ინახავთ. ფაილის ზომა 5.5 გბ-ა.

ინფორმაცია მოიცავს თქვენს ელექტრონულ წერილებს, კონტაქტებს, "გუგლ დრაივზე" შენახულ მასალას, "იუთუბის" ვიდეოებს, ფოტოებს, რომელიც ტელეფონით გადაიღეთ და ა.შ.

მათ აქვთ ინფორმაცია თქვენი კალენდრის, ადგილმდებარეობის შესახებ, რა მუსიკას უსმენთ, რა წიგნებს კითხულობთ, იციან ვებგვერდები, რომელიც შექმენით, ტელეფონები, რომელიც გქონიათ, საიტები, რომელიც გაგიზიარებიათ, დღეში რამდენ ნაბიჯს დგამთ და ა.შ.

ნახეთ ინფორმაცია აქ google.com/takeout

რას ინახავს "ფეისბუქი" თქვენზე, ამის სანახავად გადადით ლინკზე