20 ხუთშაბათი - 2025, თებერვალი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
HI-Tech
03.05.2018 / 09:05
შრიფტის ზომა:

როგორ გახდა 23 წლის გიორგი ჭანტურია ფიზიკის მასწავლებელი და ლექტორი?

გიორგი ჭანტურია ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, თუმცა მან უკვე მოასწრო ერთ-ერთ უცხოურ სამეცნიერო ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება. სტატია "რამანის არასტაბილურობის შესწავლა რელატივისტურ გარემოში" სამეცნიერო ჟურნალში Physics of Plasmas გამოქვეყნდა.

"პლაზმა ისეთი გარემოა, რომელიც კარგად შესწავლილია და ვიცით, რომ ვარსკვლავების უმეტესობა ამ პლაზმისგან შედგება და გამოსხივება იქიდან მოდის. გვინდა, რომ გამოვიკვლიოთ, ამ გამოსხივებას რა პროცესები მოსდევდა, რეალურად, პლაზმის შიგნით რა ელემენტებია, რისგან შედგება ეს ვარსკვლავი. ამას ზუსტად ის პლაზმა განაპირობებს, რომელიც შიგნითაა და ამ პლაზმაში როგორ ურთიერთქმედებს ეს ფოტონები (გამოსხივება რაც ჩვენამდე მოდის), ამაზეა დამოკიდებული გარეთ როგორი გამოსხივება გამოვა. ჩვენ რეალურად გარეთ გამოსულ ფოტონებს ვხედავთ, შიგნითა ფოტონის პლაზმური ეფექტები კი ძალიან ფართო თემაა. ჩვენი სტატია ამ შემთხვევაში შეეხება ზუსტად ერთ-ერთ ეფექტს," - განმარტავს გიორგი.

ფიზიკის საფუძვლიანად შესწავლა გიორგიმ სკოლის პერიოდში, მეთორმეტე კლასში დაიწყო, როდესაც სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის ემზადებოდა, შემდეგ დაინტერესდა და ეროვნულ გამოცდებზე დამატებით საგნად სწორედ ფიზიკა ჩააბარა. როგორც თავად განმარტავს, ფიზიკით დაინტერესებული მოსწავლეები ხშირად ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას იმიტომ არ ცდილობენ, რომ მომავალში ფიზიკის ცოდნით დასაქმება პერსპექტიულად არ მიაჩნიათ. ასეთი შეხედეულება მის მშობლებსაც ჰქონდათ, თუმცა გიორგიმ დაამტკიცა, რომ ასე არ არის.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"თავისუფალ უნივერსიტეტში" თან ვსწავლობდი, თან სტატიაზე ვმუშაობდი, წერის პროცესი დაახლოებით ერთი წელი გაიწელა. პარალელურად გაცვლითი პროგრამით პოლონეთში წავედი, მერე ჩამოვედი და ჩვენს დეკანთან ერთად მუშაობა დავიწყე. ჩვენთან ერთად ამ კვლევაში ოსტინის ამერიკელი პროფესორი იღებდა მონაწილეობას, რომელსაც შედეგებს ვუგზავნიდით ხოლმე და მასაც თავისი წვლილი შეჰქონდა," - აღნიშნა გიორგიმ.

გიორგი ახლა ყველაზე მეტ დროს მასწავლებლობას უთმობს, იგი "ნიუტონის თავისუფალ სკოლაში" ფიზიკასა და პროგრამირებას ასწავლის.
"მეშვიდე კლასელებს ფიზიკას ვასწავლი, მეექვსეებს პროგრამირებას, რაც ძალიან მეხალისება, კარგია, მათთან ურთიერთობა. თან „ნებულას“ კურსზე ვმუშაობდით, რომელიც დავასრულეთ. მიუხდედავად ამისა, მასწავლებლობა ჩემი თვითმიზანი არ არის, მინდა, რომ სწავლა უცხოეთში, კერძოდ, გერმანიაში გავაგრძელო," - განმარტავს ის.

გიორგი ჭანტურია ფიზიკის მიმართულებით მაგისტრატურის სტუდენტია. იგი "თავისუფალი უნივერსიტეტის" მეოთხე კურსელებს ლექციებსაც უკითხავდა.

"უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობის დაწყება ძალიან რთული არ იყო, იმიტომ რომ ის საგანი, რასაც მეოთხე კურსის ბოლოს გავდიოდი, მანამდე მე თვითონაც ვიცოდი. ეს არის ფიზიკური ამოცანების კომპიუტერული მოდელირება და საგანის სწავლა რომ დავამთავრე, ჩვენმა დეკანმა, კოორდინატორმა და ლექტორებმა მითხრეს, რომ შემეძლო, საგანი მე თვითონ წამეკითხა და კვირაში რამდენიმე საათი დამითმეს. მასწავლებლად მუშაობა კი მას შემდეგ დავიწყე, რაც ვაკანსია გავგზავნე, გასაუბრება გავიარე და შემდეგ ამიყვანეს," - განმარტავს გიორგი.

გიორგის მიაჩნია, რომ ფიზიკის მიმართ დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება და წინა თაობების მსგავსად ეს საგანი სკოლებში ბავშვებს ისე რთულად აღარ ეჩვენებათ, როგორც ადრე, ამ პროცესებში კი სურს, წვლილი თავადაც შეიტანოს.

"ჩემი სკოლის დროინდელ პერიოდს რომ ვიხსენებ, ვიღაცებმა, ვინც სპეციალიზებულ სკოლებში სწავლობდნენ, ფიზიკა იცოდნენ, ჩვენ კი არა. მასწავლებლად რომ მივედი სკოლაში, პირველ მშობელთა კრებაზე, შიშით მიყურებდნენ მშობლები, ბავშვები ფიზიკას იწყებენ და რა ვქნათ, რა გვეშველებაო, მე ვუთხარი, რომ არ არის რთული და რეალურად ამას დანახვა უნდა და სწორად მან უნდა დაგანახოს, ვინც გასწავლის. ჩემს მოსწავლეებს ფიზიკის ჯერჯერობით არ ეშინიათ, მართალია, მეშვიდე კლასში არიან და ახლა დაიწყეს, მაგრამ მგონია, რომ არც მომავალში შეეშინდებათ და მოსწონთ კიდეც, იმიტომ რომ ეს სფერო ძალიან საინტერესოა," - აღნიშნავს ის.

გიორგის სურს, რომ საქართველოში სამეცნიერო სფერო განვითარდეს, უფრო მეტი სამეცნიერო სტატია დაიწეროს, კონფერენციები ჩატარდეს, რასაც, როგორც თავად ამბობს, ის ხელს აუცილებლად შეუწყობს.

"ასე რომ იყოს, ჩვენ რამე უნდა გავაკეთოთ. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ წასვლა და სამეცნიერო სფეროში საქმიანობა მინდა, საბოლოო ჯამში მაინც მინდა ჩამოვიდე და აქაურობას რამე ეშველოს, იმიტომ რომ რეალურად ძალიან კარგი ინტელექტუალური რესურსი გვაქვს, ძალიან კარგი თაობა მოდის და ბევრ გონიერ ადამიანს ვიცნობ, რომელსაც შეუძლია, რომ საქმე აკეთოს. ფიზიკის მიმართულების კურსდამთავრებულთა ნაწილი აშშ-შია წასული, რამდენიმე მათგანს, რა თქმა უნდა, დარჩენა, ზოგს კი დაბრუნება და სამეცნიერო საქმიანობის აქ გაგრძელება უნდა. მგონია, რომ წლები რომ გავა და გამოცდილებას დავაგროვებთ, მერე ჩამოვალთ და ამ ყველაფერს ჩვენ წავიყვანთ. არ ვამბობ, რომ ლიდერები ვიქნებით და გადატრიალებას მოვახდენთ, მაგრამ მეცნიერები რეალურად იმაზე მეტი ვიქნებით, ვიდრე ვართ," - აღნიშნავს გიორგი ჭანტურია.

გიორგი მთელ დღეს ფიზიკას უთმობს, სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც და თუ არ ხატავს ან უკრავს, მაინც ამ სფეროთია დაკავებული. დარწმუნებულია, რომ მისი მომავალიც სრულიად ფიზიკას უკავშირდება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ გახდა 23 წლის გიორგი ჭანტურია ფიზიკის მასწავლებელი და ლექტორი? | Allnews.Ge