პირველი ბანკის ფილიალი, რომელსაც ადამიანი თანამშრომლები არ ჰყავს
ჩინეთში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში მისვლისას ადამიანების მაგივრად რობოტები მოგემსახურებიან. ფილიალის შესასვლელში შეგხვდებათ რობოტი თანამშრომელი, გაგიღიმებთ და გკითხავთ "რით შემიძლია დაგეხმაროთ?".
Guardian-ის ცნობით, "ჩინეთის სამშენებლო ბანკმა" პირველი სრულად რობოტიზებული ფილიალი გახსნა შანხაიში, სადაც ადამიანები აღარ მუშაობენ.
რობოტი ბანკში შესულ მომხმარებელს ართმევს საბანკო ბარათს, ამოწმებს ანგარიშს და პასუხობს ძირითად შეკითხვებს. ამის შემდეგ მომხმარებელი გადის სკანირებას ელექტრონულ კართან თავისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით. ხოლო ბანკში განთავსებული აპარატებით მას შეუძლია გახსნას საბანკო ანგარიში, გადარიცხოს თანხა და გადაცვალოს ფული უცხოურ ვალუტაში.
ბანკის ფილიალში განთავსებულია უსაფრთხოების არაერთი კამერა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში რობოტები თანდათან ანაცვლებენ ადამიანებს სამსახურში.რობოტებს შეხვდებით მაგალითად სარკინიგზო სადგურებზე, რომლებსაც უსაფრთხოების უზრუნველყოფა ავალიათ. ასევე მცირდება ადამიანების რაოდენობა გაყიდვების ინდუსტრიაშიც.