
სახელმწიფო სტრუქტურებში ბლოკჩეინის დანერგვა იგეგმება. როგორც ბლოკჩეინის სისტემების ინსტიტუტის დამფუძნებელმა, დავით კიზირიამ Allnews.ge-სთან საუბარში განმარტა, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ბლოკჩეინზე დაფუძნებული გადაწყვეტების საჯარო სექტორში დანერგვის საპილოტე პროექტი ჰქონდა.
კერძოდ, დავით კიზირიას თქმით, საპილოტე პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ Bitfury-სთან პარტნიორობით დანერგა, - აღნიშნული განმარტებები მან 20 ივნისს თბილისში გამართულ ბლოკჩეინისა და ბიტკოინის კონფერენციაზე გააკეთა.
"დღეს იყო საუბარი, რომ ბლოკჩეინის დანერგვის აქტიური მცდელობები შემოსავლების სამსახურსაც აქვს, ის თავისი რამდენიმე სერვისის ამ მიმართულებით გადაყვანას გეგმავს. პრემიერის განცხადებაც, რომელიც საგადასახადო სისტემის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე გადაწყობას გულისხმობს, გვაძლევს შანსს, რომ გავაგრძელოთ რეფორმების ის კარგი რითმი, რომელიც ამ ტექნოლოგიების გამოყენებით თავის დროზე გვქონდა. ასევე ამ ტექნოლოგიების დანერგვა გვაძლევს შანსს, შევამციროთ ბიუროკრატია, საბიუჯეტო ხარჯები, კორუფციული რისკები და გავხდეთ თანამედროვეები, დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი ინოვაციურ სახელმწიფოთა შორის. გარდა ამისა, ეს არის კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოვიზიდოთ ინვესტორები, მათ შორის კრიპტოინვესტორები, რომლებიც ეძებენ იურისდიქციებს, სადაც საკუთარი პროექტების რეალიზაციას მოახერხებენ ანუ ჩვენს ეკონომიკაში მრავალი მილიონი დოლარის ინვესტირება მოხდება" - განმარტა მან.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დავით კიზირიას განმარტებით, ბლოკჩეინი არის ჩვეულებრივი მონაცემთა ბაზა, რომელსაც ცენტრალური ნაწილი არ გააჩნია, შესაბამისად, არის დეცენტრალიზებული მონაცემების შეგროვების, ვალიდაციისა და შენახვის სისტემა. კიზირიას თქმით, ბლოკჩეინის სისტემა ძალიან მნიშვენლოვანი და მოსახერხებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არსებობს კიბერშეტევები, კიბერტერორიზმი, რადგან მისი სისტემის ჩამოშლა, დეცენტრალიზაციის გამო რთულია.
"ბლოკჩეინი ბევრ ოპერაციას შუამავლის არარსებობის გამო უზრუნველყოფს, რაც სერვისებს აიაფებს, ამარტივებს და უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ბლოკჩეინი უფრო ფართო მცნებაა, ვიდრე კრიპტოვალუტა. კრიპტოვალუტა არის მისი ერთ-ერთი რეალიზაცია. ბლოკჩეინს ყოფენ სამ ნაწილად: "ბლოკჩეინი 1.0" - კრიპტოვალუტები, "ბლოკჩეინი 2.0" - გონიერი აქტივები და მაგალითად "სმარტ კონტაქტები" და "ბლოკჩეინ 3.0" - რეალური სექტორის "თოქენიზაცია", კიბერფიზიკური სისტემები.
როცა ჩვენს საჯარო სექტორში ბლოკჩეინის დანერგვაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ სწორედ მეორე და მესამე დონის ბლოკჩეინს, როდესაც ხდება "სმარტ კონკტრაქტების" ინტეგრაცია და აქტივების "თოკენიზაცია" მიმდინარეობს", - განმარტა დავით კიზირიამ.
აღსანიშნავია, რომ 20 ივნისს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყველა გადასახადი დღგ-ს გარდა იქნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიით განვითარებული.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სახელმწიფო სტრუქტურებში ბლოკჩეინის დანერგვა იგეგმება. როგორც ბლოკჩეინის სისტემების ინსტიტუტის დამფუძნებელმა, დავით კიზირიამ Allnews.ge-სთან საუბარში განმარტა, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ბლოკჩეინზე დაფუძნებული გადაწყვეტების საჯარო სექტორში დანერგვის საპილოტე პროექტი ჰქონდა.
კერძოდ, დავით კიზირიას თქმით, საპილოტე პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ Bitfury-სთან პარტნიორობით დანერგა, - აღნიშნული განმარტებები მან 20 ივნისს თბილისში გამართულ ბლოკჩეინისა და ბიტკოინის კონფერენციაზე გააკეთა.
"დღეს იყო საუბარი, რომ ბლოკჩეინის დანერგვის აქტიური მცდელობები შემოსავლების სამსახურსაც აქვს, ის თავისი რამდენიმე სერვისის ამ მიმართულებით გადაყვანას გეგმავს. პრემიერის განცხადებაც, რომელიც საგადასახადო სისტემის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე გადაწყობას გულისხმობს, გვაძლევს შანსს, რომ გავაგრძელოთ რეფორმების ის კარგი რითმი, რომელიც ამ ტექნოლოგიების გამოყენებით თავის დროზე გვქონდა. ასევე ამ ტექნოლოგიების დანერგვა გვაძლევს შანსს, შევამციროთ ბიუროკრატია, საბიუჯეტო ხარჯები, კორუფციული რისკები და გავხდეთ თანამედროვეები, დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი ინოვაციურ სახელმწიფოთა შორის. გარდა ამისა, ეს არის კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოვიზიდოთ ინვესტორები, მათ შორის კრიპტოინვესტორები, რომლებიც ეძებენ იურისდიქციებს, სადაც საკუთარი პროექტების რეალიზაციას მოახერხებენ ანუ ჩვენს ეკონომიკაში მრავალი მილიონი დოლარის ინვესტირება მოხდება" - განმარტა მან.
დავით კიზირიას განმარტებით, ბლოკჩეინი არის ჩვეულებრივი მონაცემთა ბაზა, რომელსაც ცენტრალური ნაწილი არ გააჩნია, შესაბამისად, არის დეცენტრალიზებული მონაცემების შეგროვების, ვალიდაციისა და შენახვის სისტემა. კიზირიას თქმით, ბლოკჩეინის სისტემა ძალიან მნიშვენლოვანი და მოსახერხებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არსებობს კიბერშეტევები, კიბერტერორიზმი, რადგან მისი სისტემის ჩამოშლა, დეცენტრალიზაციის გამო რთულია.
"ბლოკჩეინი ბევრ ოპერაციას შუამავლის არარსებობის გამო უზრუნველყოფს, რაც სერვისებს აიაფებს, ამარტივებს და უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ბლოკჩეინი უფრო ფართო მცნებაა, ვიდრე კრიპტოვალუტა. კრიპტოვალუტა არის მისი ერთ-ერთი რეალიზაცია. ბლოკჩეინს ყოფენ სამ ნაწილად: "ბლოკჩეინი 1.0" - კრიპტოვალუტები, "ბლოკჩეინი 2.0" - გონიერი აქტივები და მაგალითად "სმარტ კონტაქტები" და "ბლოკჩეინ 3.0" - რეალური სექტორის "თოქენიზაცია", კიბერფიზიკური სისტემები.
როცა ჩვენს საჯარო სექტორში ბლოკჩეინის დანერგვაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ სწორედ მეორე და მესამე დონის ბლოკჩეინს, როდესაც ხდება "სმარტ კონკტრაქტების" ინტეგრაცია და აქტივების "თოკენიზაცია" მიმდინარეობს", - განმარტა დავით კიზირიამ.
აღსანიშნავია, რომ 20 ივნისს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყველა გადასახადი დღგ-ს გარდა იქნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიით განვითარებული.
მკითხველის კომენტარები
(2)
უფასო არაფერია, მთავარია სად მიდის მომსახურების საკომისიო?:)
აქამდე როგორ არ გვქონდა?