Gmail-ში თქვენს პირად მიმოწერებს ზოგჯერ შეიძლება სხვა ადამიანებიც კითხულობდნენ
კომპანია Google-მა დაადასტურა, რომ Gmail-ში პირად მიმოწერას ზოგჯერ შეიძლება სხვა ადამიანებიც კითხულობდნენ, რომლებიც აპლიკაციების შემქნელებზე მუშაობენ.
ადამიანებმა, რომლებმაც სხვადასხვა აპლიკაცის გამოყენება თავიანთ ექაუნთს მიაბეს, ისე დართეს ნება აპლიკაციების შემქნელებს, მათ პირად მიმოწერაზე ჰქონდეთ წვდომა, რომ ამას თავადაც ვერ იაზრებენ.
ერთ-ერთმა მსგავსმა კომპანიამ Wall Street Journal-თან საუბარში აღნიშნა, რომ ეს ჩვეული პრაქტიკა და ინდუსტრიის "ბინძური საიდუმლოა".
კორპორაცია Google-მა საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს პრაქტიკა კომპანიის წესებს არ ეწინააღმდეგება.
Gmail ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული საფოსტო სერვისია მსოფლიოში. მას 1,4 მილიარდი დარეგისტრიურებული მომხმარებელი ჰყავს.
Google ნებას რთავს თავის მომხმარებელს, თავის ექაუნთს მიუერთონ მესამე პირის მიერ შემუშავებული აპლიკაციები, მაგალითად აპლიკაციები, რომლებიც ბილეთების დაჯავშნისას ან პროდუქციისა და მომსახურების ფასების შედარებაში გვეხმარება.
ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს ეკითხებიან, თანახმაა თუ არა ის, რომ მეილზე არსებულ ინფორმაციასთან ჰქონდეს წვდომა პროგრამის შემმუშავებელს.
Wall Street Journal წერს, რომ ზოგჯერ ამ კითხვაზე დათანხმება იმას ნიშნავს, რომ აპლიკაციის შემქმნელი კომპანიის თანამშრომლებს პირად მიმოწერაზე წვდომასაც კი ვაძლევთ.
რა არის გამოსავალი?
როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში ელექტრონულ ფოსტაზე არსებულ ინფორმაციას ალგორითმი მექანიკურად ასკანერებს, თუმცა Wall Street Journal-ს რამდენიმე კომპანიამ განუცხადა, რომ მათი თანამშრომლები პირადად კითხულობენ ათასობით მეილს.
მაგალითად, კომპანია Edison Software Ltd-იმ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი თანამშრომლები ყოველდღიურად ასეულობით მიმოწერას კითხულობდნენ, რათა ახალი აპლიკაცია შეემუშავებინათ.
კიდევ ერთმა კომპანია eDataSource Inc-მა კი აღნიშნა, რომ მიმოწერას კითხულობდა, რათა საკუთარი ალგორითმი გაეუმჯობესებინა.
კომპანიებმა აღნიშნეს, რომ მომხმარებლებისგან პირადი მიმოწერის წაკითხვაზე ნებართვის მისაღებად თავი არ შეუწუხებიათ, რადგან მათ თანხმობა ისედაც მექანიკურად განაცხადეს.
Google ამტკიცებს, რომ პირად მიმოწერაზე წვდომა მხოლოდ შემოწმებულ კომპანიებს ჰქონდათ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლები ამ პირობას თავად თანხმდებოდნენ.
კომპანია Gmail-ის მომხმარებელს ურჩევს "უსაფრთხოების შემოწმების" განყოფილებაში შევიდნენ და ნახონ, რომელი აპლოიკაციებია მიბმული მათ ექაუნთთან და ჩაკეტონ წვდომა იმ აპლიკაციებისთვის, რომლისთვისაც პირადი ინფორმაციის გაზიარება არ სურთ.