
ხორავას ქ. #4-ში მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ მეზობლები საუბრობენ. მათი განცხადებით, თავდაპირველად გაიგეს ბავშვებს შორის კამათი და ხმამაღალი საუბარი. ამის შემდეგ კი შენიშნეს, რომ ორი მოზარდი ერთმანეთისაგან რამდენიმე მეტრის მოშორებით დაჭრილი ძირს ეგდო. მეზობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
სკოლის მოსწავლეების დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალებია ცნობილი
როგორც ადგილობრივი მცხოვრები ლალი მესხი ჟურნალისტებთან ამბობს, მომხდარიდან ცოტა ხანში ადგილზე მივიდა ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე. “უცებ შემოცვივდნენ ბავშვები ეზოში. ამ დროს მე ფანჯრიდან გავიხედე და ერთ წამში მოხდა ყველაფერი. ვერ გავიგე რა ხდებოდა. მერე დავინახე, რომ ვიღაცები გაიქცნენ, ერთ ბიჭს კი სისხლის კვალი ჰქონდა. ყველა ვრეკავდით სასწრაფოში. პოლიციაც დროულად მოვიდა, ასევე, იყო მეორე დაჭრილი. როგორც გავიგეთ, ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მოვიდა ადგილზე. ტიროდა და ეფერებოდა დაჭრილს”, - განაცხადა ლალი მესხმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კიდევ ერთი მეზობელი ყვება, რომ ბავშვებს შორის ხმამაღალი საუბარი თვითონაც გაიგო.
“ბევრი ბავშვი იყო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ გაჩერებულიყვნენ. სხვა ვერაფერი გავიგე. როგორც ამბობენ, 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ასევე მოქალაქეები ამბობენ, რომ აქ მოვიდა სასწავლო ნაწილის გამგე. რაც შეეხება იმ მოზარდს, რომელიც გარდაიცვალა, პირადად მე არ ვიცნობდი, თუმცა კარგად ახასიათებენ”, - განაცხადა მეზობელმა.
არსებული ინფორმაციით, ხორავას 4-ში ურთიერთდაპირისპირება 51-ე და მე-6 სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა, რა დროსაც ორი მათგანი დაიჭრა. ერთი მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც უკვე 3 საათია ოპერაცია უტარდება, მეორე კი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყეს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ოდესმე თუ გიფიქრიათ, როგორი იქნება დისტანციური მუშაობის შემდეგი ეტაპი? ამის საილუსტრაციოდ კომპანია eXp-ის მაგალითი გამოდგება.
eXp ტიპური უძრავი ქონების ბროკერული კომპანიაა. ის ათასობით ლიცენზირებულ აგენტს ასაქმებს, იმისთვის, რომ კლიენტებს უძრავი ქონების ყიდვასა და გაყიდვაში დაეხმაროს. აღნიშნული ბიზნესი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ღირებულებამ 4-ჯერ მოიმატა და ახლა მისი საბაზრო ღირებულება 610 მილიონ დოლარს შეადგენს.
რა განასხვავებს მას თქვენთვის ცნობილი სხვა უძრავი ქონების სააგენტოებისგან? იმის ნაცვლად, რომ ჰქონდეს სამუშაო ოფისი, სადაც უძრავი ქონების აგენტები ერთმანეთს შეხვდებოდნენ, პრეზენტაციებს გააკეთებდნენ ან ტექნიკურ მხარდაჭერას იპოვიდნენ, კომპანიის 13 000 აგენტი და 200 თანამშრომელი ვირტუალურ კუნძულზე მუშაობენ.
კომპანიას მცირე ზომის ოფისი ვაშინგტონში, ბელინგჰემში იურიდიული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აქვს, თუმცა სამუშაო პროცესი ვირტუალურ რეალობაში მიმდინარეობს.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ვირტუალურ ოფისში მუშაობას, რომელსაც თვეში 8000 მნახველი ჰყავს, თავისი უპირატესობები აქვს."ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ისეთი შესაძლებლობები გვაქვს, რომელთა განხორციელება რეალურ სივრცეში რთული იქებოდა"- განაცხადა კომპანიის მთავარმა ტექნოლოგიურმა დირექტორმა სკოტ პეტრონისმა და შესაძლებლობებს შორის გამარტივებული შიდა კომუნიკაცია გამოყო.
გარდა იმისა, რომ თანამშრომლებს გარემო პირობებისა და ამინდის მიუხედავად, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მუშაობა, კომპანიას ასევე შეუძლია, აიყვანოს იმდენი თანამშრომელი, რამდენიც სურს და ამასთანავე, არ ჰქონდეს მათი ოფისში განთავსების პრობლემა, ამასთანავე კომპანიას არ უწევს ოფისის დაქირავება და თანხის გაღება და ნიჭიერი თანამშრომლების მოზიდვისას გეოგრაფიული არეალით არ არის შეზღუდული.
"ჩინებული შეგრძნებაა, როცა იცი, რომ შეგიძლია დაიქირაო თანამშრომელი იმის მიუხედავად, დედამიწის რომელ ნაწილში ცხოვრობს ის"- აღნიშნა პეტრონისმა.
Business Insider-ის რეპორტიორი eXp-ის ვირტუალურ ოფისს პეტრონისთან და მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტ მიჩ რობინსონთან ეწვია. მან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დაგეგმა, დაათვალიერა კუნძული, ისეირნა სანაპიროზე, იცურავა კატერით და რამდენიმე თანამშრომელთან გასაუბრებაც კი მოახერხა და ეს ყველაფერი ისე, რომ ფიზიკურად სკამიდან არც კი ამდგარა.
ვნახოთ, როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა Business Insider-ის რეპორტიორი ვირტულური ოფისიდან.
"ჩემს პერსონალურ კომპიუტერში არსებული პროგრამა გამოვიყენე, თუმცა ამ აპლიკაციის მობილური ვერსიაც არსებობს, მაგრამ მას გარკვეული ლიმიტები აქვს, მაგალითად მობილური აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში მხოლოდ აუდიოს მოსმენის შესაძლებლობა გაქვთ და ვირტუალურ სამყაროს ვერ ხედავთ. ის ნამდვილად განკუთვნილია სატელეფონო კონფერენციისთვის",- აღნიშნა სტატიის ავტორმა ფრაჩი ფარდვაჯიმ.
კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ eXp ყოველთვის ცდილობს ახალი ფუნქციების დამატებას. უკანასკნელ პერიოდში ვირტუალურ სივრცეში რელიგიური თავსაბურავებისა და სეზონური ტანისამოსის ტარების შესაძლებლობა გაჩნდა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ კომპანიის თანამშრომლებს ვირტუალურ სივრცეში დღეში რამდენიმეჯერ შეუძლიათ ტანსაცმლის გამოცვლა, როგორც ეს რეალურ სამყაროში ხდება.
"მართვის სისტემა საკმაოდ მარტივი შესაგუებელი აღმოჩნდა, შეგიძლიათ ეკრანზე დააკლიკოთ, რათა გადაადგილდეთ ან ამ ფუნქციის შესასრულებლად ეკრანი გამოიყენოთ, ასევე გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ვიღაც საუბრობს, მის თავზე ლურჯი ციმციმა ინთება, რაც მიგანიშნებთ, რომ სწორედ ის საუბრობს. ეს ელემენტები ვირტუალურ სამყაროს უფრო რეალურს და მარტივად აღსაქმელს ხდის"- ამბობს სტატიის ავტორი.
ავტორის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ვირტუალურ სივრცეში არის ის, რომ როდესაც თანამშრომლები დახურულ სივრცეში არიან, მათ ირგვლივ გარკვეული წრე ჩნდება, რომელიც სხვა თანამშრომლების ხმის შეღწევადობას აფერხებს და კონფერენციის მშვიდ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული წრე ქრება იქ, სადაც მისი საჭიროება არ არის, მაგალითად კუნძულის პლაჟზე.
მკითხველის კომენტარები
(0)