პირველი ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოში დღეს დილით ჩამოვა - რაზე ისაუბრებს იგი სიტყვით გამოსვლისას?
რობოტი სოფია საქართველოს დღეს დილით ეწვევა, - ამის შესახებ Allnews.ge-ს საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ განუცხადა.
"ხვალ დილით ჩამოვა და მონაწილეობას მიიღებს ღია მმართვლობის გლობალურ სამიტში. სამიტის გახსნისას მისი გამოსვლა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მოხდება. შემდეგ სოფია მონაწილეობას მიიღებს საპანელო დისკუსიაში, რომელიც იმართება ფუნიკულიორზე" - განმარტა გაეროს წარმომადგენლობამ.
მათივე ინფორმაციით, სამიტზე დაგეგმილ ღონისძიებებზე სოფია ღია მმართველობასა და სახელმწიფო სერვისებზე ისაუბრებს.
ამასთან, როგორც ცნობილია, მედიასთან ჰუმანოიდი რობოტი კომენტარს არ გააკეთებს. მისი ვიზიტი საქართველოში მოკლევადიანი იქნება.