30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
HI-Tech
02.08.2018 / 08:08
შრიფტის ზომა:

ახალი ფუნქცია შეგატყობინებთ, რომ Facebook-დან გასვლის დროა

Facebook-ისა და Instagram-ის მობილურ ვერსიებში ახალი ფუნქციები ამოქმედდა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს აკონტროლოს, როგორ და რამდენ დროს ხარჯავს აღნიშნულ პლატფორმებზე.

ახალი ფუქნქვიები მომხმარებელს თითოეულ პლატფორმაზე გატარებული დროის ყოველდღიურ და ყოველკვირეულ მონაცემებს სთავაზობს.

გარდა ამისა, მას აქვს შეტყობინებებისთვის ხმის დროებითი გათიშვის ფუნქცია და ამასთანვე ყოველდღიურად გატყობინებს, რომ იმ დღისთვის საკუთარი თავისთვის დაწესებულ ლიმიტს მიაღწიე.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ეს მოწყობილობა მომხმარებელს აძლევს ხელსაწყოსა და შესაბამის ცოდნას, რათა მან თავად გადაწყვიტოს რისი გაკეთება სურს"- განაცხადა Facebook-ის კვლევის ხელმძღვანელმა დევიდ გინსბერგმა.

გინსბერგის განმარტებით, ახალი ფუნქცია იანვარში Facebook-ზე განხორციელებულ ცვლილებებზეა დაფუძნებული.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ უპირატესობას მიანიჭებდა ისეთ პოსტებს, რომლებიც დიალოგს გააღრმავებდა და ინტერაქციას უფრო აზრიანს გახდიდა და ასევე იმ პოსტებს, რომლებიც ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების მიერ იქნებოდა დაწერილი.

სწორედ იმ დროს მარკ ცუკერბერგი სოციალური ქსელის თავის გვერდზე წერდა: "2018 წელს ჩვენი ყველაზე დიდი სამიზნეა, დავრწმუნდეთ, რომ დრო, რომელსაც ჩვენ ყველა Facebook-ზე ვატარებთ, კარგად გატარებულია დროა".

მომხმარებელს ახალი ფუნქციების ნახვა ორივე პლატფორმაზე პარამეტრებში შეუძლია. Instagram-ზე "თქვენი აქტივობა" უნდა ნახოთ, Facebook-ზე კი აირჩიეთ "თქვენი დრო Facebook"-ზე. აღსანიშნავია რომ ფუნქციები ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი მესენჯერისა და კომპიუტერისთვის. მოწყობილობის შემქმნელები ასევე ამბობენ, რომ ერთი კვირის გასვლის შემდეგ მომხმარებელს მონაცემთა ისტორიის ნახვა არ შეეძლება, რაც სავარაუდოდ ქცევის ცვლილების განსაზღვრაში ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება.

აღნიშნული ფუნქცია შეგატყობინებს, რომ სოციალური ქსელიდან გასვლის დროა, როდესაც რომელიმე პლატფორმაზე თქვენ მიერვე არჩეულ დროს გადააჭარბებთ, თუმცა ამ ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში სოციალური ქსელი არ გაითიშება ამიტომ მეტი თვითკონტროლის გამომუშავება მოგიწევთ.

"მას შემდეგ რაც შევისწავლეთ, როგორ გავლენას ახდენს მედია ტექნოლოგიებთან ადამიანის ურთიერთობა მის კეთილდღეობაზე, დავიწყეთ გზის ძიება, რომ ადამიანებს კონტროლის გაუმჯობესებაში დავეხმაროთ",- განაცხადა Facebook-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა გრეტჰენ სლოანმა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ახალი ფუნქცია შეგატყობინებთ, რომ Facebook-დან გასვლის დროა | Allnews.Ge