29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ოკეანეების პლასტმასის ნარჩენებისგან გასათავისუფლებლად მასშტაბური ამბიციური პროექტი იწყება | Allnews.Ge

ოკეანეების პლასტმასის ნარჩენებისგან გასათავისუფლებლად მასშტაბური ამბიციური პროექტი იწყება

ოკეანეების დაბინძურება მსოფლიოს გამოწვევად იქცა. დაბინძურების დონე წლიდან წლამდე იმატებს, რაც გარემოსდამცველების შეშფოთებას იწვევს. წყლის პლასტმასის და სხვა სახის ნარჩენებით დაბინძურება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ზღვის ბინადრებს, არამედ მთლიანად პლანეტას. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით ლოს-ანჯელესში იწყებენ საკმაოდ ამბიციურ პროექტს, რომლის მიზანსაც ოკეანეების ნაგვისგან გაწმენდა წარმოადგენს.

არსებული მონაცემებით, მსოფლიოში ოკეანეში 350 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენია. ყველაზე დიდი პრობლემა პლასტმასის ნარჩენების შემთხვევაში არის ის, რომ მისი შეგროვება საკმაოდ რთულია. იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაეჭრათ, მეცნიერებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ წყალში ერთგვარი ბარიერები, რომლებიც ნარჩენის ერთ ადგილას დაგროვებას შეუწყობს ხელს. სწორედ ასეთი ბარიერი იქნება ლოს-ანჯელესის პორტთან.

"თავდაპირველად ეს მოწყობილობა ლაბორატორიულად შემოწმდება, თუმცა, რეალურ პირობებში. და თუ ექსპერიმენტი გაამართლებს, მაშინ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, პლასტმასის ნარჩენებს ვებრძოლოთ. ამ შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება, 5 წლის განმავლობაში ოკეანეები პლასტმასის ნარჩენებისგან 50%-ით გავწმინდოთ, 2040 წლისთვის კი 90%-ით", - აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა.

მეცნიერებმა პლასტმასის მჭამელი ბაქტერია აღმოაჩინეს