
როგორც ჩანს, გერმანია სერიოზულად დაფიქრდა იმაზე, რომ გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სატრანსპორტო სფეროში მოწინავე ტექნოლოგიებს დანერგავს. რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში ექსპლუატაციაში შევიდა მატარებელი, რომელიც წყალბადის საწვავზე მუშაობს. დღეს კი გახდა ცნობილი, რომ კომპანია Siemens Mobility-ს და სამგზავრო ტრანსპორტის ოპერატორის ViP Verkehrsbetrieb Potsdam-ის ერთობლივი მუშაობის შედეგად, გერმანიის ქალაქ პოტსდამის გზებზე პირველი უპილოტო ტრამვაი გამოჩნდა.
პირველი უპილოტო ტრავმაი სატესტო რეჟიმშია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თვითმართვადი სატრანსპორტო საშუალება გამოცდას ქალაქის საგზაო მოძრაობის რეალურ პირობებში გადის და არა სპეციალურ პოლიგონზე. უპილოტო ტრამვაიზე, რომელიც Combino-ს ვაგონის ბაზაზეა შექმნილი, დამონტაჟებულია ლიდარი, კამერები და ასევე რადარები. ამ მოწყობილობების დახმარებით ტრამვაის, ირგვლივ არსებული სივრცის სამგანზომილებიანი რუკის შექმნა, ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეების გადაადგილების განსაზღვრა და საგზაო ნიშნების მეშვეობით ორიენტირება შეუძლია. ამასთანავე, ტრამვაის შეუძლია, გართულების გარეშე ამოიცნოს გაჩერების ადგილები და თავად ახორციელებს მგზავრთა ჩასხდომასა და გადმოსვლას.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გამოცდისთვის განსაზღვრული მარშრუტის სიგრზე 6 კილომეტრს შეადგენს და მოცემული მომენტისთვის თავის დაზღვევის მიზნით კაბინაში მემანქანეც ზის. თუმცა როგორც ადგილობრივი მედია წერს, რამდენიმედღიანი გამოცდის შედეგად, არცერთი შტატგარეშე შემთხვევა არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, ადამიანის ჩარევის საჭიროება არ დამდგარა. გამოცდის წარმატების შემთხვევაში უპილოტო ტრამვაების რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. სპეციალისტების ანგარიშით, თვითმართვადი ტრამვაების გამოყენების შემთხვევაში, მომსახურების ხარჯის, ტრამვაების გაჩერებაზე მისვლას შორის არსებული დროის ინტერვალისა და გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირებაა შესაძლებელი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როგორც ჩანს, გერმანია სერიოზულად დაფიქრდა იმაზე, რომ გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სატრანსპორტო სფეროში მოწინავე ტექნოლოგიებს დანერგავს. რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში ექსპლუატაციაში შევიდა მატარებელი, რომელიც წყალბადის საწვავზე მუშაობს. დღეს კი გახდა ცნობილი, რომ კომპანია Siemens Mobility-ს და სამგზავრო ტრანსპორტის ოპერატორის ViP Verkehrsbetrieb Potsdam-ის ერთობლივი მუშაობის შედეგად, გერმანიის ქალაქ პოტსდამის გზებზე პირველი უპილოტო ტრამვაი გამოჩნდა.
პირველი უპილოტო ტრავმაი სატესტო რეჟიმშია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თვითმართვადი სატრანსპორტო საშუალება გამოცდას ქალაქის საგზაო მოძრაობის რეალურ პირობებში გადის და არა სპეციალურ პოლიგონზე. უპილოტო ტრამვაიზე, რომელიც Combino-ს ვაგონის ბაზაზეა შექმნილი, დამონტაჟებულია ლიდარი, კამერები და ასევე რადარები. ამ მოწყობილობების დახმარებით ტრამვაის, ირგვლივ არსებული სივრცის სამგანზომილებიანი რუკის შექმნა, ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეების გადაადგილების განსაზღვრა და საგზაო ნიშნების მეშვეობით ორიენტირება შეუძლია. ამასთანავე, ტრამვაის შეუძლია, გართულების გარეშე ამოიცნოს გაჩერების ადგილები და თავად ახორციელებს მგზავრთა ჩასხდომასა და გადმოსვლას.
გამოცდისთვის განსაზღვრული მარშრუტის სიგრზე 6 კილომეტრს შეადგენს და მოცემული მომენტისთვის თავის დაზღვევის მიზნით კაბინაში მემანქანეც ზის. თუმცა როგორც ადგილობრივი მედია წერს, რამდენიმედღიანი გამოცდის შედეგად, არცერთი შტატგარეშე შემთხვევა არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, ადამიანის ჩარევის საჭიროება არ დამდგარა. გამოცდის წარმატების შემთხვევაში უპილოტო ტრამვაების რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. სპეციალისტების ანგარიშით, თვითმართვადი ტრამვაების გამოყენების შემთხვევაში, მომსახურების ხარჯის, ტრამვაების გაჩერებაზე მისვლას შორის არსებული დროის ინტერვალისა და გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირებაა შესაძლებელი.
მკითხველის კომენტარები
(1)
უპილოტო ტრამვაი თბილისში ჯერ კიდევ 1920-იან წლებში იყო. ვატმანი მართავდა.