30 ოთხშაბათი - 2025, აპრილი

"ტოიოტა" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2,4 მილიონზე მეტ ავტომობილს უკან იწვევს, მათ შორის "პრიუსებს" | Allnews.Ge

"ტოიოტა" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2,4 მილიონზე მეტ ავტომობილს უკან იწვევს, მათ შორის "პრიუსებს"

იაპონური ავტოკონცერნი "ტოიოტა" ძრავთან დაკავშირებული პრობლემების გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2,4 მილიონზე მეტ ავტომობილს უკან იწვევს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, უკან იქნება გაწვეული სხვადასხვა მოდელის 2,43 მილიონი ავტომობილი. კერძოდ, საუბარია Prius-ისა და Auris-ის მოდელის ავტომობილებზე, რომლებიც 2008 წლის ოქტომბერსა და 2014 წლის ნოემბერს შორის პერიოდში არის გამოშვებული.

შესაბამისად, იაპონიიდან 1,25 მილიონის, აშშ-დან - 830 ათასის, ევროპიდან კი 290 ათასი ავტომობილის უკან გაწვევა იგეგმება.

კომპანიის ინფორმაციით, აღმოჩენილმა გაუმართაობამ „იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა, ძრავის თვითნებური გამორთვა გამოიწვიოს“.