31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
HI-Tech
18.12.2018 / 09:12
შრიფტის ზომა:

გერმანიაში შექმნეს დამტენი, რომელიც ელექტრომობილს 3 წუთში ტენის

გერმანულმა ავტომწარმოებლებმა BMW-მ და Porsche-მ ელექტრომობილების დამტენი ახალი მოწყობილობა წარმოადგინეს.

ეს მოწყობილობა ავტომობილს 3 წუთში 100 კმ მანძილის დაფარვისთვის საჭირო ენერგიით დატენის. ულტრა-სწრაფ დამტენში 450 კვტ/სთ ენერგია იყრის თავს, რაც ამ დროისთვის არსებულ ყველაზე სწრაფ Tesla-ს Supercharger-ზე სამჯერ მეტია. შეიქმნა სპეციალური საცდელი ავტომობილებიც, რომლებმაც ამ სიმძლავრის ენერგია უნდა მიიღონ. მათ 80%-ით დამუხტვა 15 წუთში მოახდინეს, მაშინ როცა Tesla-ს სადგურებზე ამისთვის 30 წუთია საჭირო.

სუპერ-სიმძლავრის დამტენი ბავარიაში შეიმუშავეს. პროცესში მონაწილეობდა BMW, Porsche, ასევე Siemens-ი, Allego და Phoenix Contact E-Mobility. პრემიერა ამ დღეებში გაიმართა და უკვე ხელიმისაწვდომია BMW-ს ცალკეული მოდელებისთვის.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ცუდი ის არის, რომ ამ სიმძლავრეს ამ დროისთვის ბაზარზე არსებული ავტომობილები ვერ იღებენ, მაგალითისთვის BMW i3-ის მაქსიმალური მიმღები 50 კილოვატია, ხოლო მისი ახალი iX3 მხოლოდ 2020 წლიდან შეძლებს 150 კილოვატ სიმძლავრის მიღებას.

სატესტო ავტომობილებში ამ მოცულობის ენერგიის მისაღებად Porsche გამაგრილებელ სისტემას იყენებს, რომელიც ელემენტებს საჭირო ტემპერატურაზე ტოვებს, ასევე გრილია სადენები, რომლებშიც გაედინება ენერგია.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გერმანიაში შექმნეს დამტენი, რომელიც ელექტრომობილს 3 წუთში ტენის | Allnews.Ge