Google კორონავირუსის შესახებ შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი გვერდების რეკლამებს დაბლოკავს
კომპანია Google კორონავირუსის შესახებ შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი გვერდებისა და აპლიკაციების რეკლამებს დაბლოკავს, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს. კერძოდ, აიკრძალება ისეთი გვერდების რეკლამა, რომლებზეც საუბარია რომ კორონავირუსი, როგორც ბიოლოგიური იარაღი, ჩინეთის ლაბორატორიაში შეიქმნა, ასევე ვირუსის ბილ გეიტსის მიერ შექმნაზე და იმაზე, რომ კორონავირუსი საერთოდ არ არსებობს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აკრძალვა შეეხება ყველა გვერდს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ "ავტორიტეტულ მეცნიერულ კონსენსუსს" "სახიფათო შინაარსით" ეწინააღმდეგება.
კორონავირუსის შესახებ რეკლამის განთავსების საშუალებას Google მხოლოდ კონკრეტულ ინსტიტუტებს მისცემს, მათ შორის, სამთავრობო ორგანიზაციებს და ჯანდაცვის სფეროს პროვაიდერებს.