HI-Tech
23.08.2020 / 13:08
შრიფტის ზომა:

როგორი იქნება პირველი დასახლება მარსზე, რომლის პროტოტიპიც დუბაისთან ახლოს შეიქმნება (+ფოტო)

მარსზე კოსმოსური რაკეტით გაფრენა და იქ კოლონიის დაარსების იდეა რამდენიმე ათწლეულის წინ გაჩნდა და დღემდე განუხორციელებელ მისიას წარმოადგენს. თუმცა, ამ იდეაზე დღესდღეობით რამდენიმე ქვეყანა მუშაობს და ადრე თუ გვიან ისინი სასურველ მიზანს მიაღწევენ.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ პრიორიტეტს კოსმოსის კვლევა წარმოადგენს, რაში ისინი მილიონებს ხარჯავენ.

დუბაიში არსებულმა არქიტექტურულმა კომპანია Bjarke Ingels Group-მა საკუთარი ნამუშევარი წარადგინა, რომლის მიხედვითაც მარსზე პირველი დასახლება უნდა შეიქმნას, იქამდე კი, ქალაქის პროტოტიპს დუბაისთან ახლოს, უდაბნოში ააშენებენ, სადაც დააკვირდებიან, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

CNN-ის ინფორმაციით, "მარსის ქალაქი" უდაბნოში 176 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება, რაც ერთად აღებულ ფეხბურთის 30 მოედანს უდრის. გამოცემის ცნობით, ქალაქის აშენება, საერთო ჯამში 135 მილიონი დოლარი დაჯდება.

სპეციალისტების მტკიცებით, დასახლება გუმბათის ქვეშ აშენდება და გარემოსგან სრულიად იზოლირებული იქნება. აღსანიშნავია, რომ მარსზე ტემპერატურა -63 გრადუს ცელსიუსს შეადგენს, ამასთან, ატმოსფეროს არარსებობის გამო რადიაცია ადამიანის კანს რამდენიმე წამში დაწვავს. ამის გამო ქალაქი მთლიანად დაცული იქნება მზის სხივებისგან.

მეცნიერები ასევე აცხადებენ, რომ დაბალი გრავიტაციის გამო, წყალი თხევად მდგომარეობაში დიდხანს არ გაჩერდება და უფრო მარტივად ორთქლდება, ამიტომ მათი სპეციალურ რეზერვუარებში მოქცევა იქნება საჭირო.

CNN-ის ინფორმაციით, მარსის ქალაქი ელექტროენერგიას მზის ბატარეების მეშვებით მიიღებს. შენობების ასაშენებლად კი ისინი 3D პრინტერს გამოიყენებენ, რომელიც პლანეტაზე არსებულ ქვიშას საშენ მასალად გარდაქმნის.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მათი იდეა გაამართლებს და მარსზე კოლონიის დაარსებას შეძლებენ, შემდეგ კი დასახლებები გაფართოვდება და ერთმანეთს დაუკავშირდება.

მკითხველის კომენტარები
(7)

გიო
05 სექტემბერი , 2020 07:09

ქუთაისის პარლამენტის შენობაც მარსის შენობების ანალოგიურია. თუ იქ მიეჩვევიან ცხოვრებას ჩვენი პარლამენტარები, შესაძლებელი იქნება მათი მარსზე მივლინებაში გაგზავნა. კი უყვართ მოგზაურობა.

გუგა
26 აგვისტო , 2020 03:08

ისეთი მეცნიერული კომენტარებია დატოვებული რომ მე არაფერი დამრჩა სათქმელი...ისე კოლუმბსაც ეუბნებოდნენ, დაეტიე ძველ ევროპაშიო :)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მსგავსი სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორი იქნება პირველი დასახლება მარსზე, რომლის პროტოტიპიც დუბაისთან ახლოს შეიქმნება (+ფოტო) | Allnews.Ge