როგორ გამოიყურება ინოვაციური „ჭკვიანი ნიღაბი“, რომელსაც თარგმნა 8 ენაზე შეუძლია
კორონავირუსის პანდემიის დროს ნიღბის ტარება თითოეული ჩვენგანისთვის ყოველდღიურობა გახდა. სწორედ დამცავი ნიღბები გახდა იაპონური სტარტაპის, Donut Robotics-ის ინსპირაციის წყარო.
მათ ინოვაციური ნიღაბი შექმნეს, რომელიც სახეზე მაგრდება და თარგმნა 8 ენაზე შეუძლია.
Donut Robotics-ის გენერალური დირექტორის, ტაისუკე ონოს განცხადებით, ნიღაბი პლასტმასისა და სილიკონისგანაა დამზადებული და მისი გამოყენება მომხმარებლებს დისკომფორტს არ შეუქმნის. ნიღაბზე მიკროფონია განთავსებული, რომელიც ბლუთუზის დახმარებით მობილურ ტელეფონს უკავშირდება.
ნიღაბს თარგმნა ინგლისურად, იაპონურად, ჩინურად, კორეულად, ვიეტნამურად, ინდონეზიურად, ესპანურად და ფრანგულად შეუძლია.
ტაისუკე ონო აცხადებს, რომ როდესაც მათ იდეა დაარეგისტრირეს და სპოსნორის მოძიება დაიწყეს სულ რაღაც 37 წუთში 28 მილიონი იენი (265 000 აშშ დოლარი) მიიღეს და პროექტის დაფინანსების სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე იაპონიაში 5 000-დან 10 000-მდე ასეთ ნიღაბს დაამზადებენ. 2021 წლის აპრილიდან კი ის ექსპორტზეც გავა. ცნობილია, რომ ნიღბის შეძენით განსაკუთრებით აშშ და გაერთიანებული სამეფო არიან დაინტერესებულები.
რაც შეეხება ნიღბის ფასს, შემქმნელების განცხადებით ის 40-დან 40 დოლარამდე ეღირება, რაც საკმაოდ მისაღებ ფასს წარმოადგენს